რუსეთის ჩემპიონატზე "როტორთან" მოგებულ შეხვედრაში (3:1) "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, პენალტი მოიპოვა და "მატჩ პრემიერის" ექსპერტებმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
მას აქამდე 15 მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი და უგოლო სერიამ 1369 წუთი შეადგინა.
ხვიჩამ მიმდინარე ტურნირზე მესამე თერთმეტმეტრინი მოიპოვა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. სულ პრემიერლიგაზე მის ანგარიშზე 5 მონადირებული თერთმეტმეტრიანია.
შეგირდი მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ აქო და თან გააკრიტიკა: "კვარაცხელიამ რამდენიმე მეტოქეს მიაღებინა ბარათი. გოლი ინდივიდუალური მოქმედების შედეგად გაიტანა.
მე დრიბლინგსა და კომბინაციურ თამაშს შორის ბალანსის მომხრე ვარ. ბოლოს
ხვიჩას მაგალითად, 5 საგოლე გადაცემის გაკეთება შეეძლო".