თბილისის დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩი დაიწყება კიევის "დინამოსა" და "გენტს" შორის. სტუმართა გუნდში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე.
მის შესახებ გუშინ მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა განაცხადა, რომ თავს უკეთ გრძნობს და შეიყვანდა თუ არა განაცხადში, ამას მატჩის წინ გადაწყვეტდა.
საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის და ალბათ, კარგია კიდეც, რომ გიორგი არ ითამაშებს და ტრავმას ბოლომდე მოირჩენს. მით უმეტეს, "გენტს" გამარჯვების მინიმალური შანსი აქვს.
შეგახსენებთ, ბელგიაში ჩატარებულ პირველ შეხვედრაში უკრაინულმა გუნდმა 2:1 იმარჯვა.