ქვილითაიამ და ოქრიაშვილმა "ანორთოსისს" გაამარჯვებინეს - ახლა მათ გოლებს ნაკრებში ველით! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ანორთოსისმა" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა ნიქოზიას "ოლიმპიაკოსი".

ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბიამ ოთხივე ქართველი - გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია კვლავ შეუცვლელად ათამაშა და ამ უკანასკნელმა 23-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 90+1-ე წუთზე ქვილითაია მეკარემ საჯარიმოში წააქცია და ოქრიაშვილმა პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს მიმდინარე ტურნირზე მისი მეოთხე გოლია.

შეგახსენებთ, ქვილითაიამ "ბაზელს" სტუმრად ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე წაგებულ მატჩში პენალტი გაუტანა. ის ახლახან "ანორთოსისში" "გენტიდან" იჯარით გადავიდა და ყოველგვარი ადაპტაციის გარეშე ათამაშდა.

"ანორთოსისმა" 5 მატჩში 10 ქულა აიღო და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 17 ოქტომბერს გასვლაზე "სალამისს" დაუპირისპირდება.

რაც მთავარია, ჩვენი ფეხბურთელები ნაკრებში შესანიშნავ ფორმაში მყოფები მოდინ და მათგან წარმატებულ თამაშსა და გოლებს ველით!

მკითხველის კომენტარები / 17 /
მარტო ქვილითაიას გოლს აჩვენებს ჩემი ექსპლორერი. დავიჯერო თქვენთან სხვანაირად არის და ორივე გოლია?

არ დაუთმოო ოქრიაშვილმა რომ
წერთ, გამიკვირდა. ჩემთან არ არის ეგ :))
მეორე გოლს სად ხედავთ?
03 ოქტომბერი 2020 23:44
0
ეხლა ვაისმა ისევ კაჭარავა რო დააყენოს ძირითადში :)
გიორგი
03 ოქტომბერი 2020 22:02
1
რატომღაც მგონია რომ პირველი ბელარუსი გაგვიტანს, შემდეგ მეორე ტაიმში ძლიერი შტურმის შედეგად ძლივს გავათანაბრებთ. აი მერე რა იქნება ვეღარ ვხედავ! (მე ის ვარ, კლაკსვიკთან დინამოს წაგება რომ დავწერე 4:0 ან 4:1-თქო) ;)
რომულუსი
04 ოქტომბერი 2020 00:40
17
დიდი უპირატესობა გვეკნება მარა ბელორუსი მოიგებს 1 / 0
ziu
04 ოქტომბერი 2020 10:25
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული