"ლეხში" პირველი გოლი გაიტანა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ.
ის "პიასტთან" ჩემპიონატის გასვლით მატჩში (1:4) 67-ე წუთზე მიხაელ იშაკის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე. იმ დროისთვის ანგარიში უკვე 0:3 იყო. 74-ე წუთზე პოზნანელთა მცველი ტომიტეუშ პუჩაში მეტოქემ საკუთარ საჯარიმოში მოცელა და პენალტით პირველი გოლის გატანის საშუალება ჩვენებურს მისცეს. ვერაფერს იტყვი, თანაგუნდელებისგან ჩინებული ჟესტი იყო. მანაც თავი არ შეირცხვინა.
შეგახსენებთ, კაჭარავა "ლეხში" ახლახან "ანორთოსისიდან" გადავიდა.