business-gazeta: არ გაგვიყიდოთ ხვიჩა - ის გოლის შემდეგ ტრიბუნაზე შეფრინდა

AutoSharing Option
"რუბინის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ახმატს" შესანიშნავი გოლი გაუტანა და გახარებული ტრიბუნაზე შეხტა, მას კი თანაგუნდელები დაედევნენ. ქართველი ლეგიონერი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ვინ იცის მერამდენედ.

ყველა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციებზე გუნდის მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის ჟურნალისტები კითხვას უსვამდნენ, თუ რატომ არ გაჰქონდა ხვიჩას გოლი. ზედიზედ ორ შეხვედრაში გატანილი გოლის მერე კი არაფერი უთქვამთ. თითქოს ამ 19 წლის ბიჭმა ყველაფერი ერთბაშად უნდა გააკეთოს. ყველაფერი ყველას ნაცვლად.

Sportall.Ge

არ გაგვიყიდოთ ხვიჩა - წერს მიმოხილვაში ყაზანური გამოცემა business-gazeta და ქართველის გარჯას ასე აფასებს:

"ისევე როგორც "როტორთან",
კვარაცხელიამ გოლისათვის ყველაფერი თავისთვის თვითონ შექმნა. მეტოქე გუნდის მცველ მიროსლავ ბოგოსავაცს ბურთი მოჰპარა. ეს მოედნის ცენტრში მოხდა. ამის შემდეგ ბურთი გაიგდო, კიდევ ერთი მცველი მოატყუა და მეკარეს ჭკვიანურად გაუსწორდა.

ეს ხვიჩასთვის ზედიზედ მეორე შეხვედრაში გატანილი გოლია - ყაზანურ გუნდში თამაშისას განსაკუთრებული მიღწევა. ადრე საგოლე სერიები არ მოუწყვია.

აღსანიშნავია, რომ გოლამდე ბოგოსავაცი ხვიჩას კეტავდა. თავს არ ატყუებინებდა და თამაშის წესებსაც პრაქტიკულად არ არღვევდა. თუმცა, ერთადერთ ეპიზოდში მთელი გარჯა წყალში ჩაუყარა.

ბოგოსავაცი ხვიჩას თავიდანვე არ მეურვეობდა. ჯერ ქართველს ფლანგზე მაქსიმ ნენახოვი მიუჩინეს, რომელსაც მე-9 წუთზე ყვითელი ბარათი აკიდა, რის შემდეგაც მწვრთნელმა ანდრეი ტალალაევმა მას და ბოგოსავაცს პოზიციები შეუცვალა, რომელიც იქამდე მოედნის ცენტრში თამაშობდა".

მკითხველის კომენტარები / 14 /
გიყურებ და მიხარია, უხარია მთელს ერს, უხარია შენს ამაყ,ლამაზ და მშობლიურ სამეგრელოს,შენს წენდიხას! ქგგალე ბოშ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
17:42 05-10-2020
1
მაგარი გოლი შეაგდო, ფეხბურთი ამიტომაც არის კარგი სპორტი და ყურებადი,მთავარია შრომა გააგრძელოს.რუბინიდან წასვლას რაც შეეხება ეს სეზონი უნდა ჩაამთავროს რუბინში და მერე კი აუცილებლად გაცილებით ძლიერ და მაგარ გუნდში მოხვდება ამაში დარწმუნებულები იყავით, ევროპას ვგულისხმობ.
ziko
14:09 05-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული