როდის დაუბრუნდება ჩაკვეტაძე მოედანს და რატომ ვერ დაეხმარა ის "გენტში" თამაშიდან 4 დღეში ნაკრებს - რას ამბობს ფეხბურთელის აგენტი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" შემტევ გიორგი ჩაკვეტაძეს სამწუხაროდ, კვლავ ტრავმა აწუხებს, ამის შესახებ Sportall.ge-ს ფეხბურთელის აგენტმა გოგა გახოკიძემ განუცხადა.

როგორც იცით, ჩვენებურმა 4 სექტემბერს ბელგიური გუნდის რიგებში ითამაშა და იყო მოლოდინი იმისა, რომ ბელარუსთან დაპირისპირებაში ის ეროვნულ ნაკრებსაც დაეხმარებოდა, თუმცა მატჩამდე ერთი დღით ადრე ვლადიმერ ვაისმა თქვა, რომ გიორგის თამაში შეუძლებელი იყო.

ჩვენ გახოკიძეს დავუკავშირდით და დავინტერესდით, რატომ გამოჩნდა ჩაკვეტაძე "გენტის" რიგებში, თუ მას ტრავმა აწუხებდა.

"გიორგი "გენტში" შეცვლაზე შევიდა, მაგრამ სამწუხაროდ, ფეხმა
ისევ შეაწუხა... საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ის 100%-ით არ იყო მზად და ვაისმაც აღარ გარისკა.

ყველა ხედავს, რომ ჩაკვეტაძე ნაკრებს ძალიან სჭირდება. ახლა გამიჭირდება იმის თქმა, თუ რა ხნის გამოტოვება მოუწევს მას. ის ბელგიაში ჩავა, ექიმებს გაესინჯება და პასუხიც შემდეგ გვეცოდინება", - ამბობს გახოკიძე.

მკითხველის კომენტარები / 38 /
ამ დალოცვილს მტრის თვალი ეცა მგონი (ან ჩვენმა ნაადრევნა ბაქიბუქმა დათარსა). ჯანოსავით მარად პერსპექტიულ ფეხბურთელად არ დარჩეს მეშინია
rasa
09 ოქტომბერი 2020 19:44
2
"გიორგი "გენტში" შეცვალზე შევიდა, მაგრამ სამწუხაროდ ფეხმა
ისევ შეაწუხა". თუ შეაწუხა, რატომ გამოიძახა. თანაც ავარჯიშებდმენ ბოლო დღემდე. საერთოდ რას ბოდიალობთ და მიედ-მოედებით. ან მაგ ბიჭს აკრძალული აქვს ლაპარაკი? ერთი წლის განმავლობაში პუტინს კითხავდა კაცი რამეს, რით ვერ შეეკითხეთ რა ჭირს და საერთოდ რა სამომავლო გეგმები აქვს.
აგენტი არა ყვავი კიდევ
09 ოქტომბერი 2020 19:28
1
ეს ბელგიელები საერთოდ ვინ ყოფილან , ყენიას მაგალითი გვიდევს მთელ საქართველოს წინ , ამოიღოს ხმა ფედერაციიდან დაწყებული ნებისმიერი მწვრთნელით დამთავრებული , შოთი კახა თემურ , დაუდექით ამ ბიჭს გვერდით და საჯაროდ დაგმეთ გენტის მწვრთნელის და მთლიანად გუნდის საქციელი ...
bejo
09 ოქტომბერი 2020 19:19
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული