ქეცბაია არისტოტელემ ისევ დააჯარიმა

AutoSharing Option
როგორც იცით, "ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაია "აპოლონთან" ნამატჩევს პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა და რეგლამენტის დარღვევისთვის დააჯარიმეს. "ოლიმპიაკოსთან" შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე კი მივიდა, მაგრამ რამდენჯერმე მხოლოდ ორი სიტყვა გაიმეორა - "ყველაფერი კარგადაა".

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კოლეგიის წარმომადგენელმა არისტოტელე ვრიონიდისმა გადაწყვიტა, რომ ყველაფერი კარგად როდია, ვინაიდან ქართველმა სპეციალისტმა ლიგის სადისციპლინო რეგლამენტის მთელი რიგი პუნქტები დაარღვია და ადრე დაკისრებული 8 ათასი ევროს გარდა, კიდევ მოუწევს ჯარიმის გადახდა, - იტყობინება goal.philenews-ი.

შაბათს "ანორთოსისი" ჩემპიონატის მორიგ ტურში "სალამინას" ხვდება და საინტერესოა, გამოცხადდება თუ არა ქეცბაია
პრესკონფერენციაზე და თუ გამოცხადდა, სრულფასოვნად უპასუხებს თუ არა ჟურნალისტების შეკითხვებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
წყობიდან არავინ გამოიყვანოს, თორემ არისტოტელეს კი არა ზევსსაც არას დაგიდევთ, შეიძლება აქეთ გააძევოს ჟურნალისტები საპრესკონფერენციოდან :))))))))))
:)))))
13:43 16-10-2020
0
ამით ეს გათამამებული კაცი , არამარტო ჟურნალისტებს, მთელ საზოგადოებას არ ცემს პატივს.
გიორგი
08:43 16-10-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული