დრიბლინგები, დარტყმები, პასები - დავითაშვილი ვერგატანილი პენალტის მიუხედავად საუკეთესო იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში "როტორი" საკუთარ მოედანზე "ტამბოვთან" 0:2 დამარცხდა.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მათ შეტევებს ზურიკო დავითაშვილი უნარიანად ხელმძღვანელობდა, რომელმაც 25-ე წუთზე ბურთი ძელს გაარტყა, 28-ე წუთზე კი სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და ზურიკოს გოლის გატანა მეკარე რიჟიკოვმა არ დაანება.

მეორე ტაიმში სტუმრებმა კონტრშეტევაზე ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

ზურიკო 76-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ შეცვალა, საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებული საბა კვირკველია სათადარიგი იყო, ისევე როგორც ნიკოლაი ყიფიანი. "ტამბოვში" შესვენებამდე ითამაშა გურამ თეთრაშვილმა, ხოლო 77-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა
ვლადიმირ კობახიძე - ორივე რუსეთის მოქალაქეა.

"როტორმა" ფეხბურთელთა კორონავირუსის გამო ორ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო, ტექნიკური წაგებები ჩაუთვალეს, ჯერ არ გაუმარჯვია, 3 ქულით ბოლო ადგილზეა და 24 ოქტომბერს მოსკოვში "ლოკომოტივს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 18 /
მოვესწრებით მიქაუტაძეს 12 ნოემბრისთვის? დღესაც დუბლი გააკეთა ჯერჯერობით, თუმცა 10 კაცით თამაშობენ, 7 თამაშში 14 გოლი მეტი ვინ გაიტანა ევროპაში?
მინდია
18 ოქტომბერი 2020 19:25
4
საღორეთის პრემიერ ლიგაზე რომ იძახი ეს შენმა ბელადმ სააკაშვილმა და ბოკერიამ გასწავლა?ნაც-სექტობა არ გიტყდება?მორჩა თქვენი ნაციონალების დრო
მინდია-ს
18 ოქტომბერი 2020 22:09
4
ბელადები შენსკენ მოიკითხე შე ინდაურო! გადაიმასქენით ერთმანეთს შენც,მიშამაც,ბოკერიემაც,ბიძინამაც და გრიშამაც.....რუსოფილი ხარ და აი ეგ უნდა გიტყდებოდეს!დაიხსომე ის,რო შენი საყვარელი რაშკა საღორეა,საღორე!!!!!!
მინდია-ს-ს
18 ოქტომბერი 2020 23:23
0
ყველა გამოხმაურება
აქ როგორც ჩანს სფფ-ს ტროლები მომრავლდნენ ხომ? რაო მოლაპარაკებები დაჺგვიანა კობიაშვილი-იაშვილმა და არ გამოდის არაფერი მიქაუტაძესთან და ეხლა გახდა ბელგიის ჩემპიონატი ჭ ლიგა? სირცხვილია ბელგიის მე 5 ლიგაც კი ჯობია საქართველოს ჩემპიონატს ინფრასტრუქტურით თუ აკადემიიებით და დაეშვათ დაბლა. არ გინდა გაპრავება სფფ-ს ისედაც ვიცით, რომ არაფრის მაქნისები არ არიან. რაღაც შეეხება მიქაუტაძე ძალიან მაგარი ფორვარდია, სისწრაფე, კრეატივი, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, ასაკი, დრიბლინგი, ორივე ფეხით თამაში. ესეთი ფორვარდი საოცნებოა ნაკრებში, არაკომპეტენტურების გასაგონად ვამბობ.
გოგა
19 ოქტომბერი 2020 04:11
7
იაშვილის მოლაპარაკებები არსად გაიშვას. მანამდე გვერდები არ აგვტკივდეს, სანამ ეს არაფრის მაქნისი ფედერაცია მიქაუტაძეს აქ ჩამოიყვანს)))))))) არადა და ეს ბიჭი 10-12 წლით მოგვიხსნიდა ძლიერი თავდამსხმელის პრობლემას. ხალხის ფულებში რო ცურავთ, ეგ ფული მაინც შეთავაზეთ იმ ბიჭს.
Leonidas
19 ოქტომბერი 2020 09:49
9
ხალხო რა გჭირთ? რამდენი ქართველი ჭ კლასში ბურთს გაიტანს, ყველას ნაკრების კარს რომ უღებთ? ჯერ თავისი ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ითამაშოს, იქ თავი გამოიჩინოს და მერე ვინ უშლის?
ჰავლაბრელი ტიღუა
18 ოქტომბერი 2020 22:33
15
ვიღაც მეორე ლიგაში მოყვარულდონეზე რომ გაიტანს გოლებს ყველა ნაკრებში კი არ უბდა იყოს,მადლობა ღნერთ ყავს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელები კვარა,ჩაკვე ზურიკო რომლების დონეზეც ეს მიქაუტაძე მთელი სიცოცხლე რომ ითამაშას ახლოსაც ვერ მივა,აგორავოს მოყვარულთა ლიგაზე და გაიტანოს რამდენიც უნდა
იკო
18 ოქტომბერი 2020 19:57
37
კოლაჟით ჰაილაითით ყველა მაგარია
იდალგო
18 ოქტომბერი 2020 23:22
8
ნახე მისი მიერ გატანილი გოლების კოლაჟი და დარწმუნდები,რომ გოლები ძალიან მრავალფეროვანია.სწრაფია,საკმაოდ მაღალი,ურტყავს თავითაც და ორივე ფეხითაც,თანაც ისეთი პოზიციებიდან,რომ კლასის გარეშე,კარში,ძნელად თუ დაარტყავ.გოლეადორობა ნიჭია და ვარჯიშით ვერ ისწავლი,ალღო უნდა გქონდეს.როგორი კლასის მოწინააღმდეგე გეთამაშება,რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა,მაგრამ იმაზე მეტს,ახლავე გაიტანს,ვიდრე საქართველოს ნაკრების სხვა ცენტრალური თავდამსხმელები.კაჭარავას და ქვილითაიას მომენტები შეადარე მის თამაშს და დარწმუნდები,მის უდავო უპირატესობაში.
სოსო
18 ოქტომბერი 2020 21:51
0
ყველა გამოხმაურება
მიქაუტაძე? უბანი უბანზე თამაშობდნენ, წაგებული პივაზე მიდისო და ბაც! ორი გოლი გლიჯა ბიჭმა, თუმცა როგორც ვიცი პივას არა სვავს...
კეტი და ჭიგო!!!
18 ოქტომბერი 2020 21:13
25
აბურჯგა,რამნიშვნელობა აქვს შენთვის ვინ სად თამაშობს
ბაჩი
18 ოქტომბერი 2020 22:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული