"როტორში" 10 ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს და მთელი გუნდი იზოლირებულია

AutoSharing Option
ვოლგოგრადის "როტორში" 9 ფეხბურთელი და მათ შორის, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი, არის კორონავირუსით დაინფიცირებული. ამის გამო რუსეთის პრემიერლიგაში "კრასნოდართან" ვოლგოგრადული გუნდის მატჩი არ ჩატარდა და ტექნიკური წაგება 0:3 ჩაეთვალათ.

სიტუაცია ამის შემდეგ უფრო გამწვავდა, ვინაიდან კიდევ ერთ ფეხბურთელს, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ და მეკარეების მწვრთნელს დაუდგინდათ კორონავირუსი და მთელი გუნდი იზოლირებულია. აქედან გამომდინარე, 17 სექტემბერს "როტორი" როსტოვში ადგილობრივ გუნდთან სათამაშოდ ვერ გაემგზავრება და ალბათ, ისევ წაგებას ჩაუთვლიან.

"როტორის" პრესსამსახური ამტკიცებს, რომ ფეხბურთელთა ეპიდემია მსუბუქი ფორმისაა და საგანგაშო
არაფერია.

შეგახსენებთ, "როტორი" აუტსაიდერია და ამ გუნდში აგრეთვე საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რო ეზარებოდეთ კიდე მესმის ტექნიკური წაგების ჩათვლა მარა როცა ასეთი ამბავია და კარგ ვარიანტში 10-14 დღე გჭირდება მარტო გამოსაჯანმრთელებლად ცალკე დრო რო თამაშის ძალები აღგიდგეს და ეს შეიოძლება 6-7 მატჩის გამოტოვებათ დაუჯდეთ როტორი რომელიმე ტურნირზე არ თამაშობს და შუა კვირისთვის ჩაგენიშნათ გადადებულები 0-3 რო ტკიცეთ პირდაპირ
ნოდო
17:51 18-09-2020
0

სიახლეები პოპულარული