ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს...

AutoSharing Option
საქართველო 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ბელგიაში მოთამაშე გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გვინდა, რომ მან საქართველოს ნაკრებში ითამაშოს!.. მე პირადად მასთან მოლაპარაკება არ მქონია, მაგრამ ვიცი, რომ ელაპარაკნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ვასილ მაისურაძეც დაინტერესებულია ძალიან...

როგორც ვიცი, ამჟამად პრობლემა ის არის, რომ მიქაუტაძეს არ აქვს ქართული პასპორტი. იმედი გვაქვს ყველას, რომ ეს პრობლემა მოგვარდება და ახალგაზრდულ ნაკრებს სლოვაკეთთან რომ დარჩა თამაში, იმ შეხვედრაში
გიორგი მიქაუტაძეც მიიღებს მონაწილეობას. მუშაობა ამაზე მიდის..." - განაცხადა "ხიზანამ".

ინტერვიუს სრული ვერსიის სანახავად ეწვიეთ LELO.ge-ს

მკითხველის კომენტარები / 18 /
ახლა შევამოწმე ტრანსფერმარკეტის საიტზე და ამ ბიჭის მონაცემებში წერია საფრანგეთის, ასევე საქართველოს მოქალაქეობა! გაგვაგებინეთ, უკვე მოგვარდა მოქალაქეობის საკითხი?! ვითომ ასეთი ავტორიტეტული საიტი ("ტრანსფერმარკეტი") შეცდა?
fani
22 ოქტომბერი 2020 02:52
2
ზოგადად ქართველებს რომ გვჩვევია სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა - ეს არ არის ახალი ამბავი. ითამაშებს თუ არა საქართველოს ნაკრებში ეს მისი გადასაწყვეტია და ძაან როლებში ნუ შევიჭრებით :)) ქუთათელაძის არ იყოს, დაწერა პოსტი იმის შესახებ, რომ ხალხი განხილავდა რატომ არ ჰქონდა დროშა თან, რატომ არ ეკეთა ჯვარი? - ასეთი ხალხი ფსიქიკურად ნორმალურია საერთოდ? საკუთარ თავებს მივხედოთ სჯობს, ყველას თავისი თავი ზეპატრიოტი რომ ჰგონია
ბექა
22 ოქტომბერი 2020 19:40
0
მოქალაქეობის საკითხი საქართველოს პრეზიდენტის დონეზე უნდა გადაწყდეს. ქ-ნო სალომე!!! საჯაროდ შესთავაზეთ მოქალაქეობა!!!
tngh
22 ოქტომბერი 2020 10:01
2
გორჯესტანმა მაინც მიაწოდოს ეს აზრი.. :დ
ქუთაისელი
22 ოქტომბერი 2020 12:26
1
პირდაპირ ეროვნულის ძირითადში. რარა დროს მაგის ახალგაზრდულია ხალხო, შეხედეთ მსოფლიო ფეხბურთის სტატისტიკას, 18 წლის ბავშვები დაფრინავენ და გლეჯენ ყველაფერს. ეს ბიჭი ეხლავე თუ არ ათამაშთ ეროვნულის ძირითადში, სულ დაიკარგება. მარტო ეგ კია არა, ლოკომოტივიდან და სხვაგანაც 18-19 წლის ბიჭები პირდაპირ ეროვნულში ათამაშეთ. მოაშორეთ ეროვნულ ნაკრებს ბალასტი...
გელა
22 ოქტომბერი 2020 09:50
9
აბა, ერთი ჩვენი სამეზობლოს ჯიშის იყოს და ისევ იგივე ჯიშის პრეზიდენტი გვყავდეს, ხუთ წუთში ოცდახუთი პასპორტი ექნებოდა და მეორე ხუთ წუთში, დამატებით, მეორე სამეზობლოდანაც შემოიყვანდა კიდევ 30 000 საუკეთესო მეგობარს. ვერც ერთი ერი ვერ ზრუნავს საკუთარ სამშობლოზე ისე გულმოდგინეთ, როგორც ჩვენ.
დ.დ.
22 ოქტომბერი 2020 01:58
4
ასე ადვილად არ არის საქმე . ჯერ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უნდა თქვას უარი მგონი, რაც დამატებით პრობლემები ქმნის.
ჯ.ჩ.
22 ოქტომბერი 2020 08:40
4
არაა აუცილებელი საფრანგეთის მოქალაქეობაზე თქვას უარი,შეუძლია ჰქონდეს ორმაგი მოქალაქეობა
ემიგრანტი ქაქუცა
22 ოქტომბერი 2020 12:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული