საქართველო 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ბელგიაში მოთამაშე გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გვინდა, რომ მან საქართველოს ნაკრებში ითამაშოს!.. მე პირადად მასთან მოლაპარაკება არ მქონია, მაგრამ ვიცი, რომ ელაპარაკნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ვასილ მაისურაძეც დაინტერესებულია ძალიან...
როგორც ვიცი, ამჟამად პრობლემა ის არის, რომ მიქაუტაძეს არ აქვს ქართული პასპორტი. იმედი გვაქვს ყველას, რომ ეს პრობლემა მოგვარდება და ახალგაზრდულ ნაკრებს სლოვაკეთთან რომ დარჩა თამაში, იმ შეხვედრაში
გიორგი მიქაუტაძეც მიიღებს მონაწილეობას. მუშაობა ამაზე მიდის..." - განაცხადა "ხიზანამ".
ინტერვიუს სრული ვერსიის სანახავად ეწვიეთ LELO.ge-ს