ქეცბაია ოქრიაშვილზე გაიწია - კონფლიქტი ნამატჩევს [VIDEO]

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ანორთოსისმა" "აპოელი"2:0 დაამარცხა. კვიპროსული მედიის ცნობით, ნამატჩევს "ანორთოსისის" მწვრთნელ თემურ ქეცბაიასა და ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს შორის კონფლიქტი მოხდა.

ქეცბაია რაღაცით უკმაყოფილო დარჩა ოქრიაშვილის მოქმედებით, მასთან ურთიერთობის გარკვევას ცდილობდა, მაგრამ მეტოქე გუნდის მცველმა გიორგიოს მერკისმა შეაჩერა, - იტყობინება 24sports-ი.

larnakasports-ი კი აკონკრეტებს, რომ ოქრიაშვილმა გუნდის თავკაცის ზოგიერთი მითითება არ შეასრულა, მათ იკამათეს, რის შემდეგაც თემური მერკისმა და "ანორთოსისის" ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა შეაჩერეს.

ნამატჩევს თემურმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა: "ძალიან
კარგად ვითამაშეთ და ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. გამარჯვების მოპოვება გაგვიჭირდა. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ვართ. არაფერი არ მაღელვებს, წინ მივიწევთ".

მკითხველის კომენტარები / 49 /
ქუჩა და ძველი ბიჭობა თუ გინდათ, მაშინ ფეხბურთი არ უნდა ითამაშოთ.ძალიან მარტივია.ქეცბაიამ ამდენი უთამაშებელი ქართველი ერთ გუნდში მიიყვანა და სათამაშო პრაქტიკა მისცა, უბრალოდ სირცხვილია და დაუნახაობა ქვია ამას.
ფეხბურთი
26 ოქტომბერი 2020 06:19
1
ჭიასთან დარეკილია, ხვალ დავილაპარაკებთ სკაიპით და მოგვარდება...
c
26 ოქტომბერი 2020 01:31
0
ე.ი თემოს იმხელა პ ასუხისმგებლობა აქვს აღებული რო რა ვიცი.ამდენი ქართველი ყავს გუნდში და წარმოუდგინეთ რომ რამე,ეგრევე პასუხს მოთხოვენ და გამოუშვებენ მაქედან.რატომაა რომ ყველა მწვრთნელი იძახის--2 მეტი ქართველი გუნდში არ უნდა გყავდესო.შენიშნვას რიმ გაძლევს მიიღე და არ უნდა პოლემიკის მოწყობა,სხვებიც უყურებენ ამას.ცხადაძემაც რომ გამოცვალა,რა ამბავი ატეხა.ეს ვინაა,თავი ვინ გონია....
კახა ქ.
26 ოქტომბერი 2020 00:39
0
ქეცბაიამ ეს მკვდარი ფეხბურთელები გააცოცხლა და მისცა მეორე შანსი. ამით ჩვენს ქვეყანას და ნაკრებს უკეთებს დიდ საქმეს!!! ახლა გახდა უზრდელი??? პირდაპირი და მართალი ადამიანია!!! ჩაიხედეთ გულში ხალხნო!!!
შოთა
26 ოქტომბერი 2020 00:33
1
არც ქეცბაიაა ჯენტლმენი და არც ოქრიაშვილია ბეჯითი მოსწავლე, კარგი სანახავი ნაღდად არ იყო.
26 ოქტომბერი 2020 00:28
3
ყველაზე ობიექტური შეფასებაა. თვითონ გაარკვევენ ურთიერთობას მწვრთნელი და ფეხბურთელი. რა მოხდა სინამდვილეში ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ურბალოდ არ ჩანს ლამაზად, როდესაც უცხო კლუბში ქართველები ერთმანეთზე იწევენ შუა მოედანზე
:)))))
26 ოქტომბერი 2020 12:33
0
რა უთხრა ეხლა ისეთი ? რას ეტყოდა? შეცდომებზე მიუთითა მეტი ხო არაფერი, ის კიდე გაბლატავებულია ალბათ მაგარი და გაეუზრდელა ყველას გასაგონად და იმიტომაც ჰქონდა მერე ქეცბაიას ასეთი რეაქცია. ფერგიუსონმა ბექემს ბუცი გააარტყა წარბში ზედმეტი ლაპარაკის გამო! / კაცები არიან და იმედია არ გადაიზრდება კიდე უფრო მეტ უსიამოვნებაში, ჩვენ ქეცბაიაც გვჭირდება და ოქრიაშვილიც./ იმედია ხვალ ბოდიშს მოუხდიან ერთმანეთს და ყველაფერი ძველებურად დარჩება!!
Vasili
26 ოქტომბერი 2020 00:25
1
აუ რა სირცხვილია, ამაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს :(
Saba
26 ოქტომბერი 2020 00:00
6
ნამდვილად სამარცხვინო ფაქტია, რაშიც ორივეა დამნაშავე, მაგრამ კატასტროფა კი არა სასიკეთოცაა. ოქრიაშვილი ხშირად ზედმეტად ათრევს ბურთს და სისწრაფეც დაკარგული აქვს. დაცვაშიც არასაკმარისად ირჯება და ნახევარდაცვაში მისი შემცვლელის მოძებნაც არ გაჭირდება. მოკლედ ჩემი აზრით მისი ნაკრებში არყოფნით არაფერი დაშავდება.
emigranti
26 ოქტომბერი 2020 04:33
3
მხოლოდ ის რომ ამ ინციდენტმა 12 ნოემბერზე ცუდი გავლენა იქონიოს. აი ეს შეიძლება იყოს უარესი კი არა კატასტროფა!
ZAza
26 ოქტომბერი 2020 02:04
1
ქეცბაია არის უზრდელი და უტაქტო.საბერძნეთიდანაც უზრდელობის გამო გამოაგდეს.როგორ ურთიერთობს ჟურნალისტებთან.თავში აქვს ავარდნილი.დაუკვირდით კლოპს როგორ ეფერება ფეხბურთელებს,როგორ ურთიერთობს პრესასთან და ამიტომაცაა დიდი მწვრთნელი და არა ესეთი ხიხო
ზაზა
25 ოქტომბერი 2020 23:41
52
ქეცბაია არის მწვრთნელი და მას აქვს უფლება მისცეს შენიშვნა მის ფეხბურთელს, მითუმეტეს ქართველებს,ვის გამოც დამოკლეს მახვილი აქვს კისერზე. შენ კიდევ გეტყობა სპორტსმენი არასდროს ყოფილხარ და არ იცი,რა როგორ ხდება! არ დაავიწყდეს ოქრიაშვილს რანაირი მიიყვანა თემო ქეცბაიამ გუნდში!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
26 ოქტომბერი 2020 08:17
2
კარგი მწვრთნელი მოედნის გარეთაც უნდა შეძლო დალაგება ურთიერთობა ფეხბურთელებთან და ესეთი საქციელი არანაირად არაა გამართლებული,პროფესიონალები ესე არ იქცევიან.ეგრე საქმეც არ კეთდება,პირიქით სტიმული უნდა მისცე ისე უნდა მიუდგე,დასჯა გინდა სხვა მეთოდები არსებობს და არა გაწევ გამოწევა,სირცხვილია
Smouk
25 ოქტომბერი 2020 23:34
6
ეს ოქრუაშვილი არ გაზრდილა,ისევ ღლაპია.
მახო
25 ოქტომბერი 2020 23:21
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული