ძირს ოპორტუნიზმი - ქეცბაია და ოქრიაშვილი შერიგდნენ

AutoSharing Option
LarnakaSports-ის ცნობით, "აპოელთან" ნამატჩევს მომხდარი ინციდენტის შემდეგ "ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაია და ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი შერიგდნენ.

გამოცემის მტკიცებით, ქეცბიას მატჩის შემდეგ ფეხბურთელებთან მოკლე საუბარი ჰქონდა. მან კმაყოფილება არ დამალა ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე გამარჯვებით, შეგირდებს მოუწოდა ოთხშაბათს ასეთივე შემართებით ითამაშონ "ეთნიკოსთან" და ხვალ დილით ვარჯიშზე დაიბარა.

გასახდელიდან გასვლამდე თემური ოქრიაშვილთან მივიდა, ხელი ჩამოართვა და კონფლიქტი ამოიწურა.

"ანორთოსისი" ფორმაში შედის, ოქროს მედლებისთვის იბრძვის და გუნდში დაპირისპირება მხოლოდ კონკურენტთა წისქვილზე ასხამს წყალს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ოკრიაშვილი უნდა დამშვიდეს.ეგრე ჯობია.ტემომ უთამაშებელი ჩაგიყვანა და გიდგას გვერდით..რა გონიათ კიპრელებს სიამოვნებს ამდენი ქართველი ერთ გუნდში.არა რა თქმა უნდა.შედეგი უნდა დადოს.და ჯერა ბიჩების.არა სწორი ქვეყანა წნეხსაც განიცდის და ამ დროს ქართულ საქმესაც აკეთებს!!!
მწვრთნელის ახსნაც უნდა მიგო.მოძველბიჩო ფეხბურთელი არც ადამიანი მიყვარს და მითუმეტეს ფეხბურთელი.დაუდექით ერთმანეთს!
okri
26 ოქტომბერი 2020 01:37
1
თქვენი შერიგება მარტო, ბატონ კორბენ დალას და ქალბატონ ბაია პატარაიას, თუ გაუტყდებოდა. :D :D
Vasili
26 ოქტომბერი 2020 01:22
1
თემო არის ნამდვილი კაცური კაცი.
ლომი
26 ოქტომბერი 2020 01:09
0
ეგრე რა, ყოჩაღ!!!
დათო
25 ოქტომბერი 2020 23:40
1
მცირე კონფლიქტები ალბათ ყველა გუნდში ხდება, ეს საჯაროთ გასაშუქებელი არაა, მთავარია თემოს გუნდი და ნაკრების ფეხბურთელები წინ მიიწევენ, წარმატებები საქართველოს!!!
ლეო
25 ოქტომბერი 2020 23:02
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული