თორნიკე ოქრიაშვილი: მე მიყვარს თემური

AutoSharing Option
კვიპროსის" ჩემპიონატის მე-8 ტურში "ეთნიკოსის" 1:0 დამარცხების შემდეგ "ანორთოსისის" ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს მატჩის შეფასება სთხოვეს.

მან უპასუხა, რომ რთულ მატჩში იმარჯვეს, თანაგუნდელებს ულოცავს, გულშემატკივრებს კი მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის.

მას ჰკითხეს, უყვარს თუ არა მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რაზეც ღიმილით უპასუხა: "მე მიყვარს თემური". მოკლედ, ამით "აპოელთან" ნამატჩევს მათ შორის მომხდარი კონფლიქტი ამოწურულია.

თორნიკემ უკანასკნელ შეხვედრაში მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო და 1-ელ ნოემბერს სტუმრად "კარმიოტისასთან" ვერ ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ოქრი დაცხრილეს ინციდენტის შემდეგ! ოქრი ოქროა, ტემურიც, და გავუფრთხილდეთ! და საერთოდ ქართველები ერთმანეთს გავუფრთხილდეთ
Lasha Le Havre
29 ოქტომბერი 2020 20:31
0
ჩვენი ფეხბურთელები უნდა მიეჩვიონ დისციპლინას და რეჟიმს. მწვრთნელი იმის მწვრთნელია, რომ შენიშვნას მოგცემს, მიგითითებს, დაგარიგებს, გასწავლის. ასევე უნდა გადაეჩვივნონ მსაჯთან გაუთავებელ კამათს, ხელის აქნევა და ა.შ.
თენგაბი
29 ოქტომბერი 2020 20:27
2
გეთანხმები 100%,მაგრამ მწვრთნელი იმის მწვრთნელიც არის,რომ ეს ყველაფერი კორექტულად და შეურაცხყოფის გარეშე გააკეთოს.თორემ გიმება და ლანძღვა რომ იყოს მწვრთნელობა,ნახევარი სტადიონი მწვრთნელი იქნებოდა.
საქართველო
30 ოქტომბერი 2020 06:21
1
სწორია! მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა გადაგვარჩენს და მოგვიტანს ყველაფერში წარმატებებს!!!
შოთა
29 ოქტომბერი 2020 19:46
1
გიყვარს თუ არა ეგ ვის აინტერესებს. მთავარია 12 ნოემბერი და მერე დაალაგებთ ურთიერთობას რა პრობლემაა.
ddgfdf
29 ოქტომბერი 2020 19:01
24
ასე ჯობია, თქვენი ჩხუბი მარტო ჩვენ გვეწყინება, წელს მგონია რო თქვენ გახდებით ჩემპიონები, შარშან თითქოს ჯიბიდან ამოგაცალეს ჩემპიონობა, წელს თასი თქვენია
Vasili
29 ოქტომბერი 2020 18:26
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული