ლორიამ "ეთნიკოსთან" მატჩის წინ ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
კვიპროსული 24sports-ის ცნობით, "ეთნიკოსთან" ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩისწინა მოთელვისას "ანორთოსისის" მეკარე გიორგი ლორიამ კუნთის მცირე ტრავმა მიიღო და ამიტომ ვერ ითამაშა. ლორიას სერიოზული არაფერი სჭირს, მაგრამ 1-ელ ნოემბერს სტუმრად "კარმიოტისასთან" შეხვედრაში მისი მონაწილეობა თამაშის წინ გადაწყდება.

გამოცემის ცნობით, ასევე მცირე ტრავმა აქვს თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიას, რომელიც მომავალ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მემგონი ასვენებს ბიჭებს. იმედია 12 ნოემბრისათვის ყველა ჯანმრთელად იქნება
დდდ
19:16 30-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული