"ტორინო" კვარაცხელიასთვის იბრძოლებს - რა ეტაპზეა მოლაპარაკებები?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო პერიოდში რამდენიმე გუნდის სახელთან აქტიურად აკავშირებენ. 

TMW-ს ცნობით, იტალიური "ტორინოს" მიზანი მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე სწორედ კვარაცხელია იქნება. ჯერჯერობით დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, მარკო ჯამპაოლო ხვიჩას სათამაშო სტილით მოხიბლულია და მისი გუნდი ახალგაზრდა ტალანტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

სერია ა-ში ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ, "ტორინოს" მხოლოდ ერთი ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში, მე-19 ადგილზე იმყოფება. 

იტალიურ მედიაში კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ პირველად სწორედ დღეს დაიწერა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ხვიჩა, რუბინში იმდენი უნდა გააკეთო რომ ტორინოზე უკეთეს გუნდში უნდა გადახვიდე
კრაზანა
21:52 30-10-2020
0
ოღონდ იტალია არა, ურთულესი ლიგაა და გაუჭირდება მაგრად მანდ.სულ არ დაიკარგოს. უფრო გაუადვილდება გერმანიაში და ესპანეთშიც და ბელგიაში რა უნდა? რუსეთზე დაბალი დონეა იქ.
koba
21:07 30-10-2020
11
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული