"ტორინო" კვარაცხელიასთვის იბრძოლებს - რა ეტაპზეა მოლაპარაკებები?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო პერიოდში რამდენიმე გუნდის სახელთან აქტიურად აკავშირებენ. 

TMW-ს ცნობით, იტალიური "ტორინოს" მიზანი მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე სწორედ კვარაცხელია იქნება. ჯერჯერობით დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, მარკო ჯამპაოლო ხვიჩას სათამაშო სტილით მოხიბლულია და მისი გუნდი ახალგაზრდა ტალანტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

სერია ა-ში ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ, "ტორინოს" მხოლოდ ერთი ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში, მე-19 ადგილზე იმყოფება. 

იტალიურ მედიაში კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ პირველად სწორედ დღეს დაიწერა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მხოლოდ რეალზე, ბარსაზე, მიუნხენის ბაიერნზე და მილანზე ვარ თანახმა! არა, არც მანჩესტერ იუზე? არც სიტიზე, არც აიაქსზე, არც პსჟ... მხოლოდ ზემოთა ოთხზე!
aburjga
31 ოქტომბერი 2020 12:44
0
ევროპის ჩემპიონატი ითამაშოს და მერე ნახე შენ მსურველები რეალი ვინიციუს გადააკვდა კაცს ვერ ატყუებს და კვარას რო ნახავენ გააფანატებენ
ევროპაა
31 ოქტომბერი 2020 12:20
1
ხვიჩას ტალანტი მაქსიმალურად მხოლოდ ინგლისის ჩემპიონატში გამოჩნდება!
გიო
01 ნოემბერი 2020 14:37
0

სიახლეები პოპულარული