ჯანო: ჩემზე სისულელე დაწერეს - იანვარში 100%-ით მზად ვიქნები

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ უკმაყოფილება გამოთქვა "როტორის" მწვრთნელის, ალექსანდრ ხაცკევიჩის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, თითქოს მუხლის პრობლემის გამო ფეხბურთელის კარიერის დასრულებას აპირებს.

"გუშინ სახლში საქართველოსა და სომხეთის მატჩს ვუყურებდი. შეხვედრის შემდეგ ეს სიახლე "ჩამიგდეს". რა შემიძლია ვთქვა? არ მიყვარს, როდესაც ჩემზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და ამიტომ გადავწყვიტე უარმყოფელი პოსტის გამოქვეყნება. ეს სიცრუეზე ჩემი რეაქციაა - ხალხმა, რომლებმაც არ იციან ჩემი მდგომარეობა, ამ სისულელის დაწერა გადაწყვიტეს.

არ ვიცი, რა თქვა ხაცკევიჩმა, სათაური ვნახე, შემდეგ ჩემთვის წაკითხვა საინტერესო არ იყო, რა ეწერა იქ და
საერთოდ ამას ვინ ამბობდა. ამიტომ ეს საერთოდ არ მაინტერესებს, ხაცკევიჩმა დაწერა თუ კიდევ ვინმე სხვამ, რადგან ყველაზე მთავარია რას ვფიქრობ დ ვგრძნობ. თუ კარიერის დასრულებას გადავწყვეტ, ყველაზე პირველი მე ვიტყვი. ჩემს მაგივრად ვიღაც რატომ ლაპარაკობს?

ახლა თავს ნორმალურად ვგრძნობ, მოსკოვის შემდეგ თურქეთში ვიყავი, სადაც ვმკურნალობდი და შემოწმება გავიარე. აღდგენის მეორე ეტაპს გავდივარ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად გავემგზავრე. მითხრეს, რომ არაფერი სერიოზული არ მჭირს. სამკურნალო პროცედურებს გავდივარ, დავრბივარ და ვვარჯიშობ. ვფიქრობ, იანვარში 100%-ით მზად ვიქნები", - ციტირებს ჯანოს Sport24.

მკითხველის კომენტარები / 14 /
რა მარაზმია? იმის მაგიერ რო გვერდში დავუდგეთ და წარმატება ვუსურვოთ რეებს წერთ. სუ რო არაფერი ერთი რიგითი ქართველი ხოა როგორც მინიმუმ და ნეტა ყველა ქართველი ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს. წარმატებები ჯანო შენ რომ 60 % მაინც ყოფილიყავი მზად თამაშის დალაგება ესე არ გაგვიჭირდებოდა.
ბოკინიო
16 ნოემბერი 2020 20:59
0
ჯანოს გამოჯამრთელებას ვუსურვებ დიდი იმედი მაქვს რომ იპოვის კლუბს სადაც ექნება მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და ჩადგება ძველ ფორმაში ძალიან დაგვაკლდა ჯანო ამ თამაშებზე მისი კლასის და მოედნის ხედვის მქონე ფეხბურთელი ჩვენ ბევრი არ გვყავს და ზოგადად კარგი თაობა მოდის და ჯანოც თუ დაბრუნდება ნაკრებში ეს ძალიან წადგება მომავალში ჩვენს ნაკრებს წარმატებები ჯანოს.
გიო
16 ნოემბერი 2020 23:34
1
დიდი იმედი მაქვს რომ ჯანო დაბრუნდება და კვლავ ითამაშებს ისე როგორიც გვახსოვს ის მთავარია ჯამრთელა იყოს და იპოვოს კლუბი სადაც ექნება სათამაშო პრაქტიკა.
ჯანოს ის აქვს რაც ბევრ ქართველ ფეხბურთელს არ აქვს სათამაშო ინტელექტი მოედნის იდეალური ხედვა ტექნიკა კარგი პასი და რაც შეეხება მის ასაკს 28 წლის ფეხბურთელს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს წინ 37 წლის ფეხბურთემა გაიყვანა მაკედონია ევროპის ჩემპიონატზე და ჩვენს ნაკრებში 34 წლის კანკავა უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი ჯანოს კიდევ შეუძლია რომ 5-6 წელი კარგ დონეზე ითამაშო ყველაფერი მასზეა დამოკიდებული დარწმუნებული ვარ რომ მაკედონიასთან რომ გვყოლოდა ჯანოც კვარაც ჩაკვეც და კიეტეიშვილიც და მაყურებელიც დაეშვათ სტადიონზე ჩვენ აუცილებლად გავიდოდით ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდა ამ თამაშზე რომ შეტევაში ძალიან გვიჭირდა ვერც საჯარიმოში ვერ შევდიოდით სისწრაფეც არ იყო და ვერც შემტევებამდე ვერ მიჰქონდათ ბურთი ნახევარმცველებს.
წარმატებები ჯანოს და დიდი იმედი მაქვს რომ უახლოეს მომავალში კვლავ ვიხილავ ნაკრებში.
ზურა
16 ნოემბერი 2020 23:30
1
მერამდენედ გვესმის! არარეალურია! ნაახალწლევს ალბათ პახმელიიდანაც გამოვა ეტყობა!
ფიფია
16 ნოემბერი 2020 18:48
60
ჯანო, შვილო, ზოგიერთ იდიოტს, თავისი სახელის დაწერისაც რომ ეშინიათ, ნუ მოუსმენ! მთელი საქართველო შენ გაფასებს, უყვარხარ და საუკეთესოს გისურვებს! როგორი იმედი მქონდა ევრო2020-ზე შენ, ჩაკვეტაძე და კვარაცხელია რომ გაიბრწყინებდით. სამწუხაროდ არ გამოვიდა. ამიტომ მიხედე შენ ჯანმრთელობას, ნუ აჩქარდები და, დარწმუნებული ვარ, კიდევ 4-5 წელი უმაღლეს დონეზე ითამაშებ და გაახარებ ყველა გულშემატკივარს!
alexandre
17 ნოემბერი 2020 12:09
0
ჯანო კიდევ ბევრს სჯობს ამ ნაკრებში.მოემზადე ჯანო მარტის შეკრებისთვისდა და დაუმტკიცე შენი შესაძლებლობები.
მამუკა
16 ნოემბერი 2020 23:13
0
არსებობს ფეხბურთელები, რომლებიც კლუბში კარგად თამაშობენ, მაგრამ ნაკრებში ვერ ქაჩავენ.
ჯანო ნაკრებში კარგად ალაგებდა. იმედია ისევ აკრეფს ფორმას და ნაკრებს დაეხმარება.
გვერდში დავუდგეთ ჯანოს!
პ.ს. ისე მერჩია ევროპაში მენახა.მაგრამ ეს ჭაობი რუსეთი..
ვანჩოპე
16 ნოემბერი 2020 23:10
0
ჯანოს ვურჩევდი ბათუმის "დინამოში" გადასვლას. იქ სათამაშო პრაქტიკასთან ერთად ფორმასაც აღიდგენს და კიდევ გამოადგება ჩვენს ფეხბურთს.
მერაბი
17 ნოემბერი 2020 12:43
1
შენ ხმას საერთოდ როგორ იღებ ბიჭო? გაასწორა ქართველების წაგებამ? კარგათ დადე საქართველო-სომხეთის 2 იანზე?
49
16 ნოემბერი 2020 18:53
88
ჯანოს რომ აქილიკებ, დაწერე შენ რა გაგიკეთებია ქვეყნისთვის მაგაზე მეტი, ციფრებს რომ ამოეფარე და არც სახელს უთითებ.
გიო
17 ნოემბერი 2020 06:59
0
ჯანო უკვე გუშინდელი დღეა
zviadi
16 ნოემბერი 2020 22:13
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული