ყურბან ბერდიევი: კვარაცხელიასა და ზურიკოსთან დაკავშირებით შეცდომა დავუშვი

AutoSharing Option
ცნობილმა საბჭოთა სპორტულმა ჟურნალისტმა გენადი ორლოვმა ინტერვიუ ჩაწერა ცნობილ თურქმენ სპეციალისტ ყურბან ბერდიევთან და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ესაუბრა.

"ხვიჩა ძალიან მაგარია, ძალიან. იცით, სანამ "ლოკომოტივში" მიიყვანდა, აგენტმა მისი თავი ჩვენ შემოგვთავაზა, თუმცა...

თუმცა, მაშინ მოლაპარაკებებს ზურიკოს თაობაზე ვაწარმოებდით, რომელიც ასევე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია.

შემეშინდა, შემეშინდა იმისა, რომ ერთ-ერთი მათგანის სათადარიგოთა სკამზე დასმა მომიწევდა. ეს ჩემი, როგორც მწვრთნელის შეცდომა იყო.

არადა, ხვიჩას იქამდეც ვადევნებდი თვალს. ქართული ფეხბურთი ახალგაზრდულ დონეზე საკმაოდ კარგად ვიცი", - თქვა ბერდიევმა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კი ძლიერი მწვრთნელია, მისმა რუბინმა ჩემპიონობაც მოიპოვა და რეალსაც მოუგო გასვლაზე ჯგუფურ ლიგაზე, მაგრამ ნაკრების მწვრთნელობა სხვა არის და ბევრად რთული. გუნდში შენს პატარა სივრცეში ხარ და ნაკრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ეძებო ფეხბურთელები. თანაც გუნდს პატრონი(მფლობელი) ჰყავს რომელიც ფინანსებს არ იშურებს თავის გუნდისთვის. ჩვენ ვინ გვყავს პატრონად კობიაშვილი თუ მუჯირი?
დავით 67
01:03 21-11-2020
2
"ჩვენ შემოგვთავაზა" ანუ სად რუბინში თუ სად იყო მაშინ ბერდიევი?
გოჩა
13:28 19-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული