როგორია კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა?- განცხადება "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა გააკეთა

AutoSharing Option
კორონავირუსით დაინფიცირების გამო 19 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს სამ მატჩში ვერ დაეხმარა. მისი და "რუბინის" კიდევ ორი ფეხბურთელის - ხვან იმ ბონისა და კარლ სტარტფელდის მდგომარეობის შესახებ კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა "სპორტ-ექსპრესს" შემდეგი განუცხადა:

"ნაკრებებიდან ჯერ ყველა ფეხბურთელი არ დაბრუნებულა. კორონავირუსით დაინფიცირებული ბიჭები კარანტინში დარჩნენ. მადლობა ღმერთს, სამივეს დაავადება სიმპტომების გარეშე გადააქვს. ყველანი ახალგაზრდები არიან, ძლიერი იმუნიტეტი გააჩნიათ და საერთოდ არანაირი პრობლემა არა აქვთ. საწყენია, რომ ახლა მწყობრიდან გამოვიდნენ, მაგრამ დღეს ასეთი რეალობაა და ვერაფერს ვერ იზამ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთი ჟურნალისტი როგორ ვერ დაუკავშირდით
Jonsona
20:46 20-11-2020
0
სასწაულია და სირცხვილია. ხვიჩა საქართველოშია და რუბინის გენერალური დირექტორისგან ვიგებთ მის მდგომარეობას.
გია
11:06 21-11-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული