როგორია კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა?- განცხადება "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა გააკეთა

AutoSharing Option
კორონავირუსით დაინფიცირების გამო 19 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს სამ მატჩში ვერ დაეხმარა. მისი და "რუბინის" კიდევ ორი ფეხბურთელის - ხვან იმ ბონისა და კარლ სტარტფელდის მდგომარეობის შესახებ კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა "სპორტ-ექსპრესს" შემდეგი განუცხადა:

"ნაკრებებიდან ჯერ ყველა ფეხბურთელი არ დაბრუნებულა. კორონავირუსით დაინფიცირებული ბიჭები კარანტინში დარჩნენ. მადლობა ღმერთს, სამივეს დაავადება სიმპტომების გარეშე გადააქვს. ყველანი ახალგაზრდები არიან, ძლიერი იმუნიტეტი გააჩნიათ და საერთოდ არანაირი პრობლემა არა აქვთ. საწყენია, რომ ახლა მწყობრიდან გამოვიდნენ, მაგრამ დღეს ასეთი რეალობაა და ვერაფერს ვერ იზამ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
სასუოლო იტალიის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, თუ ეპატიჟებიან უნდა წავიდეს რუსეთს და რუბინის აჯობებს ტოპ ჩემპიონატია, თან 19 წლისაა იქ სხვა შეხედავს კიდე
ბეღურა
16:01 21-11-2020
2
ფუი მარტლა იმას ვისაც ხვიჩას ამბიბს გაგება ევლებოდა და ვერ გაგვაგებინა და ყაზანიდან ვიგებტ ამბებს არც გამიკვირდება რუსებმა თავის აკრებში მიიწვიონ მექძეც და ჯიქიაც მარტლები არიან .
vova
15:26 21-11-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული