სლუცკი: კვარაცხელიას ვირუსი რთულ ფორმებში ჰქონდა

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირების გამო საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარა:

"არ დავმალავ, ჩვენ საკადრო პრობლემები გვაქვს, ნაკრებებიდან ყველა არ დაბრუნებულა, მაგრამ ამ სიტუაციაშიც უნდა გავაგრძელოთ მომავალი მატჩისათვის მომზადება. კორონავირუსით დაავადებულები გვყავს, მათ ტესტებზე დადებითი პასუხები ეროვნულ გუნდებში დაუდგინდათ. მარტო ჩვენ კი არა, ბევრი დადგა ამ პრობლემის წინაშე, რომელიც აქამდე არ ჰქონდათ.

ხვან იმ ბონს მინიმალური სიმპტომები აქვს, კვარას ვირუსი ცოტა უფრო რთულად ჰქონდა, რამდენიმე დღე მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, ახლა ორივე თავს უკეთ გრძნობს,
ავადმყოფობის არავითარი ნიშნები არა აქვთ, თუმცა ამ შემთხვევებში ყველა საჭირო პროცედურის დაცვაა საჭირო".

მკითხველის კომენტარები / 10 /
რა ჭირს მესის?
კოკა
22 ნოემბერი 2020 21:31
0
არ არის ხვიჩა ავად. ამ "დიაგნოზის" ავტორები კობიაშვილი და ივანიშვილი არიან. ჩააგდეს თამაშები. არც B დივიზიონში არ უნდოდათ გადასვლა, და არც ევროზე გასვლა არ უნდოდათ. მაყურებელიც ამ მიზეზის გამო არ დაუშვეს.
ქ. გ.
22 ნოემბერი 2020 02:46
46
საიდან მოგდით ეს ბნელი აზრები! შენნაირს ფეხბურთი საერთოდ არ უნდა აყურებინო! ექიმთან რომ მიხვიდე არა?!
ქართველი
25 ნოემბერი 2020 02:35
1
ბაზარი არ არის...
ბაჩი
22 ნოემბერი 2020 14:32
4
Korona ar maqvs magram,janmrteladac ara var..nakrebis tamashis mere gabruebuli davdivar.araferi ar mixaria.. fsiqologs velaparake,movuyevi yvelaferi da imasac depresia daemarta,imasac araferi ar uxaria
Levani
21 ნოემბერი 2020 20:58
4
... მეგობარო გამაგრდი!!! მეც ძალიან მეწყინა და ნამდვილად არ ვიყავი კარგად!!! მაგრამ , ხომ იცი დრო ყვლაფრის მკურნალია!!! თავი ხელში აიყვანე და მიმოიხედე ირგვლივ და მიხვდები, რომ არაფერი დამთავრბულა!!! ყველაფერს თავისი დრო აქვს!!! ყველაფერი კარგად იქნება!!!
დათო
21 ნოემბერი 2020 23:43
2
მინდა ვთხოვო ჟურნალისტებს უშუალო ხვიჩასთან გაარკვიონ ეს საკითხი.ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ვრცელდება.ხალხს აინტერესებს თითოეული დეტალი.ფაქტიურად ამ ფაქტორმა დატოვა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გარეშე.
ნიკო
21 ნოემბერი 2020 20:52
3
არცაა გამორიცხული რომ მოიტყუეს რუსებმა ხვიჩას რომ არ ეთამაშა ნაკრებში,სამწუხაროა!! ისე არ უნდათ ჩვენი ფეხბურთი ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან ვაფარჩაკებდით
გიო
21 ნოემბერი 2020 19:49
27
ნაც-სექტობა არ გიტყდება,,სანამ უნდა ირბინოთ ბოკერია სააკაშვილის დაკრულზე
გიო
22 ნოემბერი 2020 02:33
12
რუსები რა შუაშია???!!! საქართველოში დაუდგინდა!!!
დათო
21 ნოემბერი 2020 23:45
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული