უნგრეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარმა" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა "დიოშდიორი".
ბუდუ მწვრთნელმა გაბორ მარტონმა სასტარტოში დააყენა, აქტიური იყო, მეორე ტაიმის დასაწყისში მომენტი ვერ გამოიყენა, მე-80 წუთზე ლეს ჰურის პასით ანგარიში 2:0 გახადა, 84-ე წუთზე კი შეცვალეს. მან მიმდინარე ტურნირის 9 მატჩში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ამას გარდა, გოლები თასზეც გაიტანა.
"ფეჰერვარმა" ჩატარებულ 10 შეხვედრაში 19 ქულა მოაგროვა, მე-3 ადგილზეა და 28 ნოემბერს "ზალაეგერშეგის" უმასპინძლებს.
23 ქულით მადიართა ლიგის ერთპიროვნული ლიდერი ლაშა დვალის "ფერენცვაროშია" (9 მატჩი აქვს გამართული), რომელმაც 21 ნოემბერს "ჰონვედს" 1:0 სძლია. დვალი 87-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ცნობისათვის, მისი გუნდი 25 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ტურინში "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.
მისთვის კლუბის ცვლილება მართლაც საჭიროა, ეგაა რომ ასეთი უსახური გოლების მარაგით, დიდად არავინ მოინდომებს უკეთეს გუნდში წაყვანას.