26 ნოემბერს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩებში იმ გუნდებმაც ითამაშეს, რომლებშიც ქართველი ლეგიონერები არიან.
"ვოლფსბერგერი" საკუთარ მოედანზე ზაგრების "დინამოსთან" 0:3 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა, ხოლო გურამ გიორბელიძე 82-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
პრაღის "სპარტამ" სახლში 4:1 სძლია "სელტიკს". ჩეხურ გუნდში სათადარიგო იყო 19 წლის მცველი ივა გელაშვილი.
"გენტი" შინ 0:2 დამარცხდა "ცრვენა ზვეზდასთან". მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია და განაცხადში ისევ არ იყო.
"ლეხს" ლიეჟში 2:1 მოუგო ადგილობრივმა "სტანდარდმა". პოლონელთა გუნდის თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა 83-ე
წუთზე შევიდა შეცვლაზე.
ნიკა ნინუას პაოკ-მა გასვლაზე 2:3 წააგო პსვ-სთან. არადა, თავიდან 2:0-ს იგებდა. ჩვენებური სათადარიგო იყო.