ევროპა ლიგა. II ტური: ლოჩოშვილის გუნდმა "ფეიენოორდს" 4:1 მოუგო, კაჭარავა "რეინჯერსთან" 88-ე წუთზე შევიდა

AutoSharing Option
29 ოქტომბერს ევროპა ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.

"ვოლფსბერგერმა" როტერდამში "ფეიენოორდი" 4:1 დაამარცხა. სტუმრებმა 4-დან 3 გოლი პენალტით გაიტანეს. ავსტრიულ გუნდში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა, გურამ გიორბელიძემ კი ტრავმა ახლახან მოირჩინა და განაცხადში არ იყო.

"გენტმა" ისევ მარცხი იწვნია, ამჯერად საკუთარ მოედანზე "ჰოფენჰაიმთან" - 1:4. ეს ყველა ტურნირზე ბელგიური გუნდის ზედიზედ მეოთხე წაგებაა. "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმა არ მოურჩენია და განაცხადში არ იყო.

ნიკა კაჭარავას "ლეხი" გლაზგოში "რეინჯერსთან" 0:1 დამარცხდა. კაჭარავა 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ნიკა ნინუას პაოკი გასვლაზე
"გრანადას" დაუზავდა - 0:0. ჩვენებური ისევ სათადარიგო იყო.

"მილანმა" "სპარტას" 3:0 მოუგო. "როსონერი" ყველა ტურნირზე 23 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია - 17 მოგება და 6 ფრე. თანაც, ყველა ბოლო 12 შეხვედრაში 2+ გოლი გაიტანა, რაც უკანასკნელად 90 წლის წინ მოხდა.

"ტოტენჰემი" სტუმრად "ანტვერპენთან" დამარცხდა (0:1). ზედიზედ მესამე შეხვედრაში თავი ვერ გამოიჩინა ლონდონური გუნდის ახალწვეულმა გარეთ ბეილმა. მან ბოლოს 22 იანვარს გაიტანა.

A ჯგუფი

კლუჟი - იანგ ბოისი 1:1
რომა - ცსკა (ს) 0:0

B ჯგუფი

არსენალი - დანდელკი 3:0
მოლდე - რაპიდი 1:0

C ჯგუფი

ნიცა - ჰაპოელი 1:0
სლავია - ბაიერი 1:0

D ჯგუფი

ბენფიკა - სტანდარდი 3:0
რეინჯერსი - ლეხი 1:0

E ჯგუფი

გრანადა - პაოკ 0:0
ომონია - პსვ 1:2

F ჯგუფი

ალკმაარი - რიეკა 4:1
სოსიედადი - ნაპოლი 0:1

G ჯგუფი

აეკ - ლესტერი 1:2
ზორია - ბრაგა 1:2

H ჯგუფი

მილანი - სპარტა 3:0
ლილი - სელტიკი 2:2

I ჯგუფი

ყარაბაღი - ვილიარეალი 1:3
სივასპორი - მაკაბი 1:2

J ჯგუფი

ლასკი - ლუდოგორეცი 4:3
ანტვერპენი - ტოტენჰემი 1:0

K ჯგუფი

ცსკა (მ) - დინამო (ზ) 0:0
ფეიენოორდი - ვოლფსბერგერი 1:4

L ჯგუფი

ცრვენა ზვეზდა - ლიბერეცი 5:1
გენტი - ჰოფენჰაიმი 1:4

მკითხველის კომენტარები / 2 /
ესეიგი გამოდის რომ ჩაკვე არ გვეყოლება 12 ში.ნინუას შეეტყო რაც იყო არც დინამოს დაეხმარა ოღონდ გაქცეულიყო საქართველოდან და არ ივარჯიშა ფორმიდან ამოვარდა და აი შედეგი არ ეტყობა მას საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა (ნეტა ვცდებოდე)კლასი აქვს მაგრამ რად გინდა.პაოკი კარგი ნორმალური გუნდია და თუ წარმატება გინდა შენს თავს უნდა გადაახტე რომ სასტავში ჩაჯდე
თემური
10:04 30-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული