ქართველები ევროპა ლიგაზე

AutoSharing Option
26 ნოემბერს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩებში იმ გუნდებმაც ითამაშეს, რომლებშიც ქართველი ლეგიონერები არიან.

"ვოლფსბერგერი" საკუთარ მოედანზე ზაგრების "დინამოსთან" 0:3 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა, ხოლო გურამ გიორბელიძე 82-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

პრაღის "სპარტამ" სახლში 4:1 სძლია "სელტიკს". ჩეხურ გუნდში სათადარიგო იყო 19 წლის მცველი ივა გელაშვილი.

"გენტი" შინ 0:2 დამარცხდა "ცრვენა ზვეზდასთან". მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია და განაცხადში ისევ არ იყო.

"ლეხს" ლიეჟში 2:1 მოუგო ადგილობრივმა "სტანდარდმა". პოლონელთა გუნდის თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა 83-ე
წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ნიკა ნინუას პაოკ-მა გასვლაზე 2:3 წააგო პსვ-სთან. არადა, თავიდან 2:0-ს იგებდა. ჩვენებური სათადარიგო იყო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგია რო თამაშობენ ლოჩოშვილი და გიორბელიძე და ისიც რო უკვე 19 წლის გელაშვილი როგორც ვიცი მცველია და სპარტას სათადარიგო სკამზე გამოჩნდა,ესენი ნაკრების ყურადგებას უკვე იმსახურებენ,პირადად გიორბელიძის მაგრად მეიმედება მშრომელი ბიჭი ჩანს და აგრეთვე მარცხენა მცველია სადაც ნაკრებ ძალიან უჭირს,ამ ახალგაზრდებს უკვე როცა ნაკრებს თამაშები დაეწყება აუცილებლად უნდა მისცენ შანსი,რადგან საკმაუდ კარგ ჩემპიონატსა და გუნდებში არიან,ბოლობოლო ყაზახეთს 100 თავით ჯობს.
ziko
27 ნოემბერი 2020 18:42
1
ეს ლოჩოშვილი მართლა ფეხბურთელია?
გაგა
27 ნოემბერი 2020 17:31
6
ვოლფსბერგერმა ყველა შეცვალა და ქართველი დატოვა, ვაისამ კი არც გამოიძახა და ასეთი ბევრია, ვინმე ჭკვიანი, მტკიცე ხასიათის მწვრთნელი გვჭირდება და ის, რომ ფედერაცია არ ჩაერიოს შემადგენლობის შერჩევაში, თან ის მწვრთნელი, დამსახურების, სტანდარტის მიხედვით და ანგარების გარეშე უნდა არჩევდეს ხალს. ვეღირსებით ასეთს? თუ ვეღირსებით, შედეგიც არ დააყოვნებს. საქართველოში, დღეს გვაქვს იმის რესურსი, რომ მალევე დავაყენოთ უმაღლესი მიღწევებისთვის მებრძოლი ნაკრები. მხოლოდ ეს უნდა უნდოდეს ფედერაციას და ბატონ კალაძეს. მაგ სიხარული მაინც გვაღირსოს, სხვა აღარაფერი დაგვიტოვა და.
vaso
27 ნოემბერი 2020 15:06
0
დიდი წვლილი გაუღიათ საკუთარი გუნდების წარმატებაში
Dato
27 ნოემბერი 2020 10:58
1
მერე გაგვიკვირდება რატომ ვერ ვხვდებით ევროპაზე და მსოფლიოზე.. უსუსტეს გუნდებშიც ზამენაზე სხედან ჩვენი ბიჯები პრაქტიკის გარეშე.. სამწუხაროა, მაგრამ რეალობას უნდა გავუსწოროდ ყველამ თვალი
geo-geo
27 ნოემბერი 2020 06:03
2
არაპროფესიონალები,ზარმაცები არიან,სხვა მიზეზი არ არსებობს
ბაჩი
27 ნოემბერი 2020 15:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული