უნგრეთის ჩემპიონატზე "ფეჰერვარის" თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ კვლავ გაიტანა გოლი.
მე-12 ტურში ზივზივაძის "ფეჰერვარმა" სახლში 2:0 დაამარცხა "ზალაეგერშეგი". ამ მატჩში ბუდუმ ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა და 76-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირის 10 მატჩში 4 გოლია.
"ფეჰერვარი" 22 ქულით მეორე ადგილზეა და 6 დეკემბერს სტუმრად "პაკშის" შეხვდება.