საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა ნიკოლოზ ქუთათელაძემ გატანილი გოლი ერლინ ჰოლანის სტილში აღნიშნა.
როგორც იცით, ის "სპარტაკის" დუბლებში თამაშობს. მისი გუნდი "ჩერნატოვოს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ქუთათელაძემ გოლი გაიტანა და შედეგიანი გადაცემაც შეასრულა.