"ანორთოსისი" ქვილითაიას ფასზე "გენტს" შეევაჭრება

AutoSharing Option
კვიპროსული 24sports-ი წერს, რომ "ანორთოსისის" 27 წლის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია უკანასკნელ ხანს კაშკაშებს და ფამაგუსტური კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მის შეძენას შეეცდება.

ქვილითაიამ "ენოსისთან" მატჩში (4:2) ჰეთ-თრიკი შეასრულა, სულ კი მიმდინარე ჩემპიონატზე 8 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. ის ფამაგუსტურ გუნდში "გენტიდანაა" იჯარით გაშვებული, რომელთანაც კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "გენტი" ტრანსფერში 3 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ "ანორთოსისი" თანხის დაკლებაზე შეევაჭრება. ცხადია, ქეცბაიას კლუბი ხედავს, რომ ქვილითაია ფორმაში ჩადგა, კარიერის საუკეთესო წლები წინა აქვს და მის საბოლოოდ
ხელში ჩასაგდებად ცდას არ დააკლებს, თუმცა შეიძლება მისი გადაბირება უკეთესი ლიგის კლუბმა მოისურვოს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნაკრებს 12 ნოემბერს უნდა დახმარებიყო, მზად უნდა ყოფილიყო. არ იყო მზად. ეხლა ვინც არ დაეხმარა, არ მოემზადა 12 ნოემბრისთვის აღარ მადარდებენ. იფაფხურონ საკუთარი თავისთვის.... ქვილითაია, ანანიძე, მჭედლიძე... ყველა დანარჩენი!
გია
03 დეკემბერი 2020 12:40
4
რთულია არ დაგეთანხმო. სამწუხაროდ მართალი ხარ. ამ რეალობაში ჩაგვაგდეს ამ ფეხბურთელებმა.
გენა
03 დეკემბერი 2020 14:00
1
პენალსაც გატანა უნდა.
ისე, თუ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები 300 ათასი ღირს, ქვილითაია 3 ლიმონი კი უნდა ღირდეს.რაპიდში კარგი კარიერა ჰქონდა ძალიან.
გენა
03 დეკემბერი 2020 10:37
0
კარგით რა )) 3 მილიონი 4 პენალის გამო სასაცილოც კი არააა
giggs
03 დეკემბერი 2020 09:50
2
10-გადაიხადონ შენი რა მიდის???
w
03 დეკემბერი 2020 11:36
0
2.5 ლიმონი გადაუხადა გენტმა რაპიდს და აბა რამდენს მოითხოვს თუ კარგად ათამაშდა .
ლშ
03 დეკემბერი 2020 11:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული