"ანორთოსისი" ქვილითაიას ფასზე "გენტს" შეევაჭრება

AutoSharing Option
კვიპროსული 24sports-ი წერს, რომ "ანორთოსისის" 27 წლის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია უკანასკნელ ხანს კაშკაშებს და ფამაგუსტური კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მის შეძენას შეეცდება.

ქვილითაიამ "ენოსისთან" მატჩში (4:2) ჰეთ-თრიკი შეასრულა, სულ კი მიმდინარე ჩემპიონატზე 8 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. ის ფამაგუსტურ გუნდში "გენტიდანაა" იჯარით გაშვებული, რომელთანაც კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "გენტი" ტრანსფერში 3 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ "ანორთოსისი" თანხის დაკლებაზე შეევაჭრება. ცხადია, ქეცბაიას კლუბი ხედავს, რომ ქვილითაია ფორმაში ჩადგა, კარიერის საუკეთესო წლები წინა აქვს და მის საბოლოოდ
ხელში ჩასაგდებად ცდას არ დააკლებს, თუმცა შეიძლება მისი გადაბირება უკეთესი ლიგის კლუბმა მოისურვოს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
პენალსაც გატანა უნდა.
ისე, თუ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები 300 ათასი ღირს, ქვილითაია 3 ლიმონი კი უნდა ღირდეს.რაპიდში კარგი კარიერა ჰქონდა ძალიან.
გენა
10:37 03-12-2020
0
კარგით რა )) 3 მილიონი 4 პენალის გამო სასაცილოც კი არააა
giggs
09:50 03-12-2020
2

სიახლეები პოპულარული