კაჭარავამ მძიმე ტრავმა მიიღო, ჩაკვეტაძე უმწვრთნელოდ დარჩა

AutoSharing Option
3 დეკემბერს ევროპა ლიგის მეხუთე ტურის მატჩები ჩატარდა. ლუკა ლოჩოშვილისა და მისი "ვოლფსბერგერის" ცსკა-სთან გამარჯვებაზე უკვე მოგახსენეთ. რაც შეეხება ტურნირზე სხვა ქართველებისა და "ქართული გუნდების" ამბებს:

ნიკა კაჭარავას "ლეხი" ლისაბონში 0:4 დამარცხდა "ბენფიკასთან" და ჯგუფში ჩარჩა. ნიკა სასტარტოში იყო, 42-ე წუთზე კოჭ-წვივის სერიოზული ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

ნიკა ნინუას პაოკ-ს კვიპროსში 2:1 მოუგო "ომონიამ" და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. ჩვენებური სათადარიგო იყო.

ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა ჩეხურ "სლოვანთან". ბელგიურმა გუნდმა ტურნირზე ხუთივე მატჩი
წააგო, ჩემპიონატზე მე-12 ადგილზეა და უკანასკნელ ოთხ თვეში მესამე მწვრთნელი მოხსნეს - იეს ტორუპს და ლასლო ბოლონის შემდეგ ვიმ დე დეკერიც დაითხოვეს სამუშაოდან.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მეტი კი არ დამართნია ჯანოს...
2 3 წელი კიდე დაისვენოს ჩაკვემ არ გაოფლიანდეს..
ჩორნა
05 დეკემბერი 2020 02:09
0
ჩაკვეტაძემ უნდა დაისვენოს კარგათ და ბოლომდე მიიყვანოს გამოჯამთელება და რეაბილიტაცია, რომ იჩქარონ შეიძლება დავკარგოთ ეს ტალანტი და ჯობია მოთმენა, ბევრს დაემართა და გავითვალისწინოთ.
ტრისტანა7
04 დეკემბერი 2020 20:34
0
ჟურნალისტებმა იქნებ გაარკვიონ რა მდგომარეობაში აქვს ახლა მუხლი ჩაკვეტაძეს,რადგან მთელ საქართველოს ეს აინტერესებს ახლა, რა გახდა ამ ბიჭზე სწორი ინფორმაციის გაგება.ბევრი ისეთი ინფორმაციები იდება ხოლმე რომელებიც ნაკლებად საინტერესოა და ჩაკვეტაძეზე რამის გაგება კი ყოველთვის საინტერესოა.ბოლობოლო ერთი ინტერვიუ მაინც ჩაწერეთ.
ziko
04 დეკემბერი 2020 19:46
0
ნუთუ ასე რთულია გაარკვიოთ რა სჭირს გიორგი ჩაკვეტაძეს, რა გახდა მასთან ერთი ინტერვიუს ჩაწერა. ან მშობლებს მაინც გაესაუბრეთ, ექნებ ბევრად მეტი იციან. ინვალიდებსა და ფეხმოტეხილებს აყენებენ ფეხზე დღეს და რა მოურჩენელი გახდა მისი ტრავმა. უამრავი უმაღლესი დონის კლინიკაა მსოფლიოში და ბელგიის გარდა სხვაგან გამოკვლევის ჩატარება ხომ შეიძლება ბოლოს და ბოლოს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მიგდებულია ეს ბიჭი.
emigranti
04 დეკემბერი 2020 15:00
2
მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!
გუჯა კახაძე
04 დეკემბერი 2020 14:15
0
ტრამვირებულს რატო წერთ ჩაკვეტაძეზე, ხომ თქვა იმ ბედოვლათმა უკვე ყოფილმა მწვრთნელმა ტრამვა მოშუშებულია, მხოლოდ მენტალური პრობლემა აქო, გაარკვიეთ ბოლო-ბოლო რა ხდება.
jjj
04 დეკემბერი 2020 13:32
1
მალე გამოჯანმრთველება ნიკას.
გიზოგ
04 დეკემბერი 2020 13:30
0
Ყველაზე მოუქნელი ადამიანი მსოფლიოში... ამ დროს თავით ცუდად არ თამაშობს და პოზიციის შერჩევაშიც არა უშავს...
სტატე
04 დეკემბერი 2020 13:12
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული