ქვილითაიამ ტრავმა მიიღო, ლორიამ შეცდომა დაუშვა, "ანორთოსისი" დამარცხდა, ქეცბაია აღშფოთებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურში "ანორთოსისი" მოულოდნელად 1:2 "დოქსასთან" დამარცხდა.

ქართველების გუნდს ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილი ვერ დაეხმარა, 22-ე წუთზე კი მუხლის დისკომფორტი იგრძნო გიორგი ქვილითაიამ და მიხალის მანიასმა შეცვალა. შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა. მეორე გაშვებული გოლისას ლორიამ შეცდომა დაუშვა.

ქეცბაია ძალიან ნერვიულობდა, 35-ე წუთზე ებრაელ თავდამსხმელ დორ მიხას დაუყვირა და მაშინვე გამოცვალა. ქეცბაიამ ნამატჩევს განაცხადა, რომ შეხვედრა პირველივე ტაიმში წააგეს, მეორე ტაიმში მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.

"ანორთოსისი" 26 ქულით ჯერჯერობით ლიდერია და 12 დეკემბერს სტუმრად "ერმისს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ლორია დააყანეთ ძირითადში და მაკარიძე არა. რა სეივები აკეთა დღეს რიჟამ
0
დავიღალე ანორთოსის საცოდაობით! სულ ასე გალიდერდებიან მერე გაანიავებენ და მერე ყველა იმტვრევა უცაბედად !
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული