"რუბინი" "ლოკომოტივს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.
ხვიჩამ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და შეხვედრის 68-ე წუთზე ალექსანდრ ზუევი შეცვალა.
კვარაცხელიამ მოედანზე 27 წუთი დაჰყო, რა დროშიც კარში ზუსტად ერთხელ დაარტყა და ერთი წარმატებული დრიბლინგიც შეასრულა, ამასთან ერთად, ქართველმა 3 დუელიდან 3-ივე მოიგო.
შეგახსენებთ, ხვიჩამ თითქმის ერთი თვე კორონავირუსის შეხვედრის გამო გამოტოვა.
მომდევნო მატჩს "რუბინი" 13 დეკემბერს, "ტამბოვის" წინააღმდეგ გამართავს, რაც შეეხება "ლოკომოტივს", ისინი ამავე რიცხვში "კრასნოდარს" ესტურებიან.
აღსანიშნავია, რომ
17 ტურის შემდეგ, "რუბინი" 24 ქულით მე-9 ადგილს იკავებს, რაც შეეხება "ლოკომოტივს", მათ 28 ქულა აქვთ და მე-5 ადგილი უჭირავთ.