შეუპოვარმა კიტეიშვილმა "აუსტრიასთან" დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნამდვილი სპორტსმენია საქართველოს ნაკრებისა და "შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი - ჯერ კორონავირუსი დაამარცხა, შემდეგ ტრავმაც მოირჩინა, რის გამოც საქართველოს ნაკრებს სამ უკანასკნელ კატასტროფულ მატჩში ვერ დაეხმარა, ავსტრიის ბუნდესლიგის გასულ ტურში დაბრუნდა - "სვაროვსკისთან" (1:0) მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე, დღეს კი "აუსტრიასთან" მწვრთნელმა სასტარტოში დააყენა, 87-ე წუთამდე ათამაშა და არც უნანია.

კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის გამარჯვებაში (4:0) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ოთარმა მიმდინარე ჩემპიონატის 7 შეხვედრაში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

"შტურმი" 10 ტურის შემდეგ 18 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ "ზალცბურგს"
4 ქულით ჩამორჩება, თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 12 დეკემბერს "ადმირას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ღმერთო რატომ გაგვწირე ესე, გადამწყვეტ თამაშში რამდენი მაგარი ბიჭი გვაკლდა. მე დარწმუნებული ვარ ეს ბიჭები ღმერთის დახმარებით აუცილებლად გაგვახარებენ.
საქართველო
22:59 05-12-2020
0
კიტე მაგარი სირი გუნდელებკ გყავს! გოლი გაიტანე და თანაგუნდელები "პრასტერელის" გამკეთებელს ულოცავდნენ???! მათშორის მეტრზე ახლოს რომ გედგა ისიც. დროზე წადი მაგ გუნდიდან.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული