"გენტმა" ამხანაგურ მატჩში ბელგიის 1В დივიზიონის "დეინცე" 3:0 დაამარცხა და ამ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა - 20 თვის შემდეგ პირველად.
ის ახალმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა სასტარტოში დააყენა და 55-ე წუთზე გოლი გაიტანა. მან 70-ე წუთამდე ითამაშა. ასე რომ, გიორგიმ ტრავმა მოირჩინა და პირველ გუნდში დაბრუნებასთან ახლოსაა.
ბელგიური პრესის ცნობით, ვანჰაზებრუკი გუნდის გადაწყობას აპირებს და ქართველ ლეგიონერზე დიდ იმედებს ამყარებს.
"გენტი" 11 დეკემბერს ევროპა ლიგაზე "ჰოფენჰაიმს", ხოლო 13 დეკემბერს ბელგიის ჩემპიონატზე "სტანდარდს" დაუპირისპირდება.
ეს ბიჭი წამოსაყვანია ისეთ ჩემპიონატში სადაც ამდენი ტრამვები არ ექნება, თორემ მისი კარიერა უკვე დაღმართისაკენ მიექანება.
20 თვეში ერთხელ ბურთის გატანა თავდამსხმელისათვის საშინელი მინუსია..