ჩაკვეტაძემ გაიტანა - ის კვლავ გუნდის ლიდერი უნდა გახდეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გენტმა" ამხანაგურ მატჩში ბელგიის 1В დივიზიონის "დეინცე" 3:0 დაამარცხა და ამ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა - 20 თვის შემდეგ პირველად.

ის ახალმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა სასტარტოში დააყენა და 55-ე წუთზე გოლი გაიტანა. მან 70-ე წუთამდე ითამაშა. ასე რომ, გიორგიმ ტრავმა მოირჩინა და პირველ გუნდში დაბრუნებასთან ახლოსაა.

ბელგიური პრესის ცნობით, ვანჰაზებრუკი გუნდის გადაწყობას აპირებს და ქართველ ლეგიონერზე დიდ იმედებს ამყარებს.

"გენტი" 11 დეკემბერს ევროპა ლიგაზე "ჰოფენჰაიმს", ხოლო 13 დეკემბერს ბელგიის ჩემპიონატზე "სტანდარდს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 15 /
რა ჭირს ამ ხალხს, ყველა მომენტს გამოყენება უნდა და გამოიყენა ეს მომენტი ჩაკვეტაძემ ამაში ცუდი რაა, ჩაკვე მიდი მიაწექი და ბევრი იშრომე.
ziko
09 დეკემბერი 2020 20:12
0
და რ ა ტ ო მ იღებენ ს უ ლ ტრამვებს ქართველი ნიჭიერი ფეხბურთელები, როცა კონკურენტულ-ხარისხიან ჩემპიონატებში მიდიან ?! ტ ვ ი ნ ი არ უნდა გაანძრიონ ბავშვების მწვრთნელებმა , ტ ვ ი ნ ი?! ...ს უ ს ტ ე ბ ი არიან ფიზიკურად, მოუმზადებლები, ფინტები ... გ ა დ ა ხ ე დ ე თ ბავშვების ფეხბურთის აღზრდას და კარდინალურად შეცვალეთ - ბავშვი ჯერ უ ნ დ ა ჩამოაყალიბო ძლიერი ინდივისდუალისტი, ფიზიკურად, ფსიქიკურად, მენტალურად...ა რ ბ ე ნ ი ნ ე თ ბურთით, სისწრაფეში, ა რ ბ ე ნ ი ნ ე თ (ნაკრების ბიჭებმა ელემენტალური ტ ა რ ე ბ ა არ იციან!) -პასებით ვის მოუგია ოდესმე ფეხბურთი, ანუ ბურთის მ ო შ ო რ ე ბ ი თ ...ა რ უნდა შეცვალოთ თამაშის -ა ღ ზ რ დ ი ს სტილი?! არ უნდა ჩამოაყალიბოთ ფიზიკურად ძლიერი -ინდივიდუალისტები უკვე 16 წლისათვის, რომ მერე ყველა დატვირთვას გაუძლოს ?! რატომ კარგად ნიჭიერ ბიჭებს თავის დროზე არასათანადო მომზადებით?!
გლახუნა
08 დეკემბერი 2020 15:43
1
ამიხსენით ვინმემ, როგორ შეიძლებოდა ამ ბურთის ვერ გატანა? ამას თუ კაცი ვერ გაიტან, მინდორზე კი არა სტადიონის ტერიტორიასთან 1 კმ-ში არაფერი გესაქმება!
ეს ბიჭი წამოსაყვანია ისეთ ჩემპიონატში სადაც ამდენი ტრამვები არ ექნება, თორემ მისი კარიერა უკვე დაღმართისაკენ მიექანება.
20 თვეში ერთხელ ბურთის გატანა თავდამსხმელისათვის საშინელი მინუსია..
kako
08 დეკემბერი 2020 14:02
5
ეს გოლი იმათ ვინს გიოს დაცინა და ტყიბულის შატიორად მოიხსენია დაგადუმებთ მალე ეს ბიჭი წარმატებები და ღმერთმა ტრამვები გაშოროს ჩვენი იმედი ხარ.
Gio
08 დეკემბერი 2020 12:27
2
ჩაკვეტაძე,კვარაცხელია,კიტეიშვილი,შენგელია,ნინუა და იქნებ მიქაუტაძეც. ამ ბიჭებმა უნდა გააძლიეროს ნაკრები
დიმო
08 დეკემბერი 2020 10:35
1
ლოჩოშვილი, ტაბიძე და სხვები))
შოთა
11 დეკემბერი 2020 12:29
0
დაცვაც დაგვიკომპლექტე ბარემ თუ ძმა ხარ ;-)
bs
08 დეკემბერი 2020 14:10
0
შენ გენაცვალე, კვარაცხელია ვარ ხვიჩაზე ამომდის მზე და მთვარე მაგრამ ეგ ბიჭი ჩვენი პირველი მერცხალია და ყველაზე მაგრა მიყვარს აბა შენ იცი დიდი ხანია ესეთი კარგი ამბავი არ მსმენია მიდი მიაწექი შენდა კვარამ უნდა გაგვახაროთ ბევრჯერ
გიორგი
08 დეკემბერი 2020 05:22
1
არავის იმედი ისე არ მაქვს,როგორც გიორგი ჩაკვეტაძის!ვუსურვებ ჯანმრთელობასა და კიდევ ერთხელ ჯანმრთელობას,დანარჩენი ყველაფერი გიორგის ბუნებრივად აქვს!
Alex.F
08 დეკემბერი 2020 02:36
3
ჩაკვე აბა შენ იცი!!! ძალიან ჭირდები ქართულ ფეხბურთს
Lasha_r9
08 დეკემბერი 2020 01:59
1
ასე ჰქენი რა, გიო! ყველანი შენს დაბრუნებას ველოდებით და ეგრე რა, გაბედე და თამამად აიღე შენს თავზე თამაში
fani
08 დეკემბერი 2020 01:24
1
კარგია რომ უ-21 თამაში დაიწყო..გოლიც გაიტანა,ერთ ორ წელიწადში უ-23- აწევენ და მერე ოქტოს ბურთზეც წარადგენენ
jako
08 დეკემბერი 2020 01:15
24
გიცანით სალუქვაძე, რას ინიღბები.
м
08 დეკემბერი 2020 18:14
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული