"შახტარის" ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ტრავმა მოირჩინა, გუნდთან ერთად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ივარჯიშა და ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერთან" სათამაშოდ მზადაა.
ის "შახტართან" ერთად მილანში დღეს დილით გაემგზავრება.
დონეცკური გუნდი ბოლო ტურის წინ B ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა და პლეი-ოფში გასვლის შანსი აქვს.
"ინტერისა" და "შახტარის" შეხვედრა 10 დეკემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.