ლოჩოშვილი გაუვალი იყო - "ვოლფსბერგერმა" "ფეიენოორდს" სძლია და პლეი-ოფშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. ქართველი ლეგიონერებისა და მათი გუნდების ამბებს მოგახსენებთ:

"ვოლფსბერგერმა" საკუთარ მოედანზე 1:0 მოუგო "ფეიენოორდს" და პლეი-ოფში გავიდა. მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად და უშეცდომოდ ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა, ხოლო მისი თანაგუნდელი გურამ გიორბელიძე სათადარიგო იყო.

ტრავმირებული ნიკა კაჭარავას "ლეხი" პოზნანში 0:2 დამარცხდა "რეინჯერსთან" და ჯგუფში უკანასკნელ ადგილზე დარჩა.

ნიკა ნინუას პაოკი სალონიკში უგოლოდ გაეყარა "გრანადას" და ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდა. ჩვენებური სათადარიგო იყო.

გიორგი ჩაკვეტაძის "გენტმა" მეექვსე მატჩიც წააგო - ამჯერად გერმანიაში 1:4 "ჰოფენჰაიმთან". ჩაკვეტაძე მატჩისწინა
განაცხადში კი შეიყვანეს, მაგრამ საბოლოო განაცხადში არ იყო და მისი დაბრუნება კვლავ გადაიდო.

პლეი-ოფში გავიდნენ:
"რომა", "იანგ ბოიზი", "არსენალი", "მიოლდე", "ბაიერი", "სლავია","რეინჯერსი", "ბენფიკა", პსვ, "გრანადა", "ნაპოლი", "სოსიედადი", "ლესტერი", "ბრაგა", "მილანი", "ლილი", "ვილიარეალი", "მაკაბი", "ტოტენჰემი", "ანტვერპენი", "დინამო" (ზ), "ვოლფსბერგერი", "ჰოფენჰაიმი" და "ცრვენა ზვეზდა".

ამათ ჩემპიონთა ლიგიდან დაემატებიან:
"ზალცბურგი", "შახტარი", "ოლიმპიაკოსი", "აიაქსი", "კრასნოდარი", "დინამო" (კ), "მანჩესტერი" და "ბრიუგე".

ტურნირის პლეი-ოფის კენჭისყრა 14 დეკემბერს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვოლფსბერგერი არა შვარცენეგერი
მირიანი
19:00 11-12-2020
4

სიახლეები პოპულარული