"ერმისთან" ქვილითაია ითამაშებს, ოქრიაშვილი - ვერა

AutoSharing Option
12 დეკემბერს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-14 ტურში "ანორთოსისი" სტუმრად "ერმისს" დაუპირისპირდება. დღეს კი ლარნაკას "ანტონის პაპადოპულოსზე" ფამაგუსტურმა გუნდმა ივარჯიშა და მწვრთნელმა თემურ ქეცბიამ სამატჩო განაცხადი გამოაცხადა.

ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილი განაცხადში არ არის და სავარაუდოდ, შემდეგ ტურში "პაფოსთან" დაბრუნდება. სამაგიეროდ განაცხადშია გიორგი ქვილითაია, რომელიც "დოქსასთან" შეხვედრისას დაშავდა და შეცვალეს. ასევე განაცხადშია გიორგი ლორია, ხოლო ბუბა დაუშვილი მომავალ დაპირისპირებას გამოტოვებს.

"ანორთოსისი" 26 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ "აპოლონს" 3 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული