"მოლ ფეჰერვარის" ქართველმა ფორვარდმა უნგრეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩში "ბუდაფოკის" წინააღმდეგ საგოლე გადაცემა გააკეთა, ოღონდ ისეთი, გოლს რომ ჯობდა.
ბუდუ ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანი 68 წუთზე დატოვა, როცა ანგარიში უკვე 4:0 გახლდათ. საგოლე გადაცემა კი ზივზივაძემ 35-ე წუთზე გააკეთა და უკრაინელ პეტრიაკს ცარიელ კარში გაატანინა.
ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში უნგრეთის ლიგაში მეოდანზე 565 წუთი გაატარა, ამ დროში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
ცუდია რომ გვიკვირს!!