ხვიჩას მოყინულ მოედანზე თამაში გაუჭირდა და თებერვლის ბოლომდე დაისვენებს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინმა" სარანსკში 1:0 დაამარცხა "ტამბოვი".

მატჩის წინ ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ დაიჩივლა, რომ გაზონი მოყინული იყო და 90-იან წლებში დაბრუნდნენ. თუმცა, ეს ფაქტორი მათ დაეხმარა. მოედანზე ხაზები ვერ გაავლეს, VAR-მა ვერ იმუშავა და სამოშნიკოვს თამაშგარედან გატანილი გოლი ჩაუთვალეს. "რუბინის" ფეხბურთელები კი ხუმრობდნენ, რომ თხილამურების გარეშე თამაში მოსახერხებელი არ იყო.

კვარაცხელია სასტარტოში იყო, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გაუჭირდა, თუმცა აქტიური გახლდათ, სამი საგოლე მომენტი ჰქონდა, რომელთაგან ვერც ერთი ვერ გამოიყენა და 79-ე წუთზე
შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში მეოთხე ყვითელი ბარათი მიიღო და შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს.

უმძიმეს ფინანსურ სიტუაციაში მყოფ "ტამბოვში" 19 წლის მცველმა ზურაბ გიგაშვილმა და 21 წლის ნახევარმცველმა ვლადიმირ კობახიძემ ითამაშეს. ეს უკანასკნელი მეორე ტაიმში პენალტის დანიშვნას ამაოდ ითხოვდა.

"რუბინი" 27 ქულით მერვე ადგილზეა, ევროტურნირებზე გასასვლელ ზონას 3 ქულა აშორებს, 17 დეკემბერს გროზნოში "ახმატს" შეხვდება და შვებულებაში გავა - პრემიერლიგა თებერვლის ბოლოს განახლდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ხვიჩას დიდი მომავალი აქვს პიროვნულადაც დადებითია.
საფეხბურთო სამყარო დაანახებს
სად იქნება მისთვის უკეთესი და უფროსი კვარაც ჭკუას დაარიგებს. ისე რომ იცოდეთ, სულ პატარა კვარაც ეზრდება ქართულ ფეხბურთს
პაატა
18 დეკემბერი 2020 20:04
0
არ მესმის ამ ბიჭს რო მიუთითებთ, წადი და წადი!! კონკრეტულად სად? შეგიძლიათ დაწეროოთ? ანუ რომელი გუნდი ეხვეწება და რომელმა გუნდმა გამოთქვა შეძენის სურვილი და რომელი გაისტუმრა მწარე უარით? ბელგიიის, ჰოლანდიიის, ავსტრიიი, პორტუგალიის საბერძნეთის გრანდები თუ მიიწვევენ კიდე ჰო , მაგარი იქნება, მაგრამ ამ მეორე ხარისხივანი ჩემპიონატის არასახემპიონო გუნდში გადასვალვას რა აზრი აქ? უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ფუნანსურადაც და ეს რუსეთის პრემიერლიგა ვაღიაროთ რომ რაც ზემოთ ჩამოვთვალე ქვეყნები არაფრით არ ჩამოუვარდება და თან რუბინს აქ პერსპექტივა ევროპულ ტურნირზე მოხვედრის, ასე რომ სისულელე მგონია ადგეს ეხლა და წავიდეს ბელგიის მეხელენში ან სადღაც ესპანეთის მეორე დივიზიონის ჭ კლასის გუნდში! ახალგაზრდაა რაცარუნდა იყოს, თუ მოინდება გრანდს ყიდვა აუცილებლად იყიდის იმიტომ ტომ 20 მილიონი მაგათთვის არის მზესუმზურის ფული და რუბინს დააალაპარაკებენ მაგ თახანზე! /
Vasili
14 დეკემბერი 2020 12:13
1
დროზე უნდა წავიდეს რუსეთიდან ევროპის კარგ გუნდში. ორი მიზეზის გამო - ერთი სწორედ ეს გაყინული მინდვრებია, რაც ტრამვიანობას ზრდის და მეორე ის არის, რომ მართალია სლუცკი ყოველნაირად უწყობს ხელს და რაღაც მომენტამდე ასეთი სასათბურე პირობები კარგია, მაგრამ თუ ძალიან მიეჩვია, მერე მკაცრ კონკურენციასთან და მკაცრ პირობებთან შეგუება, რაც ძლიერ ევროპულ კლუბებშია, შეიძლება ძალიან გაუჭირდეს. და რათქმაუნდა ძალიან დაკვირვებით და სიფრთხილით უნდა იყოს ეს ევროპული გუნდი შერჩეული. ჩაკვეტაძის შეცდომა რომ არ გაიმეოროს (ბელგიის ჩემპიონატში გადასვლა დიდი სისულელე იყო ჩაკვეს მხრიდან)
არტ
14 დეკემბერი 2020 02:25
7
avstria რა დროს ჩვენი ფეხბურთელების ერთმანეთზე შედარება და შუღლის დათესვაა..პირიქით-ესენი ორივე უნდა გაიზარდოს და სხვებიც დაემატნონ-როგორც ლოჩოშვილი გულს ახარებს და ნინუას პაოკზე ვართ ლაივსკორში მიჩერებული-როდის მისცემენ დროს..
ეს გიგაშვილი არ ვიცი,ტამბოვის თამაშები არ მინახავს,მაგრამ ხო შეიძლება სადმე გამოჩნდეს 2-3 ფლანგის კაი მცველი.. ვაისმა სწორად დააყენა მალი მაკედონიასთან,ბიჭს შეეძლო და კარგად ითამაშა იმ შეცდომამდე,მაგრამ ცოტა ზედმეტი ითავხედა პიჟონური ფინტით..ნუ რას ვიზავთ,ფეხბურთია-ის ფინტი რო გამოსვლოდა ყველა იტყოდა რო ვაისი გენიოსია და კიდე ერთი ფეხბურთელი აღმოაჩინა
Levani
13 დეკემბერი 2020 23:44
3
ვარ-მა ვერ იმუშავა... ეგეც ეხლა როტორთან თუ იყო მაგით რამე ხეირი იყო თუ...
papa
13 დეკემბერი 2020 22:13
5
კითხვა დისლაიქების ავტორებს... მიქელთაძემ ხელით რომ მოიგერია პენალტი არ იყო და ხვიჩას რომ დაერტყა და რუს მცველს ეთამაშა ხელით მაშინ იქნებოდა?
papa
14 დეკემბერი 2020 13:06
0
მიქელთაძის სეივი საუკეთესო იყო
*
14 დეკემბერი 2020 10:23
0
რა გინდა შვილო მაგ ჯოჯოხეთში წადი წადი და იბრძოლე.
ლუკა
13 დეკემბერი 2020 21:29
6
მთელი ტამბოვიდან ყველაზე მეტს სწორედ ეგ გიგაშვილი უხეშობდა ხვიჩას წინააღმდეგ.. რამოდენიმე მომენტში ისეთი ვარდნა გაააკეთა როგორც იტყვიან გაიმეტა მაგრამ ხვიჩა ძაან კლასნია არ მიგაღწევინა ზურაბ
Simartle
13 დეკემბერი 2020 21:21
3
რა იყო მესიმ ვერ ითამაშა და ამას ჩაკვეს ადარებდნენ,ჩაკვეს დონენდე მთელი ცხოვრება ვერ მივა,,რას გავდა დღეს თამაშზე
avstria
13 დეკემბერი 2020 21:10
27
თუ შენ გირჩევნია შენი ნებაა ადექი და იმას დაუწერე რო მაგარია აქ რას გამოდიხარ ბოღმით ფრთხილად იყავი მაგ ბოღმამ არ დაგახრჩოს
Avstria-ს
14 დეკემბერი 2020 00:04
1
იმედი მაქვს ზაფხულში წავა რუსეთიდან და თუ დორტმუნდში გადავა და ეს იმფორმაცია რეალურია ვარსკვლავობამდე ერთი ნაბიჯიღა ექნება დარჩენილი
გიო
13 დეკემბერი 2020 19:07
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული