რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინმა" სარანსკში 1:0 დაამარცხა "ტამბოვი".
მატჩის წინ ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ დაიჩივლა, რომ გაზონი მოყინული იყო და 90-იან წლებში დაბრუნდნენ. თუმცა, ეს ფაქტორი მათ დაეხმარა. მოედანზე ხაზები ვერ გაავლეს, VAR-მა ვერ იმუშავა და სამოშნიკოვს თამაშგარედან გატანილი გოლი ჩაუთვალეს. "რუბინის" ფეხბურთელები კი ხუმრობდნენ, რომ თხილამურების გარეშე თამაში მოსახერხებელი არ იყო.
კვარაცხელია სასტარტოში იყო, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გაუჭირდა, თუმცა აქტიური გახლდათ, სამი საგოლე მომენტი ჰქონდა, რომელთაგან ვერც ერთი ვერ გამოიყენა და 79-ე წუთზე
შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში მეოთხე ყვითელი ბარათი მიიღო და შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს.
უმძიმეს ფინანსურ სიტუაციაში მყოფ "ტამბოვში" 19 წლის მცველმა ზურაბ გიგაშვილმა და 21 წლის ნახევარმცველმა ვლადიმირ კობახიძემ ითამაშეს. ეს უკანასკნელი მეორე ტაიმში პენალტის დანიშვნას ამაოდ ითხოვდა.
"რუბინი" 27 ქულით მერვე ადგილზეა, ევროტურნირებზე გასასვლელ ზონას 3 ქულა აშორებს, 17 დეკემბერს გროზნოში "ახმატს" შეხვდება და შვებულებაში გავა - პრემიერლიგა თებერვლის ბოლოს განახლდება.
საფეხბურთო სამყარო დაანახებს
სად იქნება მისთვის უკეთესი და უფროსი კვარაც ჭკუას დაარიგებს. ისე რომ იცოდეთ, სულ პატარა კვარაც ეზრდება ქართულ ფეხბურთს
ეს გიგაშვილი არ ვიცი,ტამბოვის თამაშები არ მინახავს,მაგრამ ხო შეიძლება სადმე გამოჩნდეს 2-3 ფლანგის კაი მცველი.. ვაისმა სწორად დააყენა მალი მაკედონიასთან,ბიჭს შეეძლო და კარგად ითამაშა იმ შეცდომამდე,მაგრამ ცოტა ზედმეტი ითავხედა პიჟონური ფინტით..ნუ რას ვიზავთ,ფეხბურთია-ის ფინტი რო გამოსვლოდა ყველა იტყოდა რო ვაისი გენიოსია და კიდე ერთი ფეხბურთელი აღმოაჩინა