მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა პრეზიდენტმა ილია გერკუსმა "ტელეგრამის" საკუთარ არხზე დაწერა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია, შესაძლოა, თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი გუნდის წევრი გახდეს.
"კვირკველიამ, შესაძლოა, კარიერა თურქულ კლუბში განაგრძოს. ამ ზამთარს საბას აქვს შანსი, გადავიდეს თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ გუნდში.
საბამ საკუთარი წვლილი შეიტანა გუნდის ("ლოკომოტივის") ვერცხლის მედლებისა და ჩემპიონთა ლიგაზე ადგილის მოპოვებაში. მიუხედავად ამისა, გუნდიდან გაუშვეს.
გაუშვეს, მაგრამ ხელფასის უდიდეს ნაწილს უხდიან. "როტორსა" და საქართველოს ნაკრებში ის მუდმივად თამაშობს. შეიძლება საოცარ თამაშს არ აჩვენებს, თუმცა საკმაოდ დადებითად და
იმდენად კარგად თამაშობს, რომ თურქული კლუბების ყურადღებაც მიიპყრო.
"ლოკომოტივსა" და კვირკველიას შორის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში მთავრდება. სწორედ ამიტომ, გამოსყიდვის აქტი სიმბოლური იქნება. წარმატებები საბას." - დაწერა გერკუსმა.
Მე კი ვიძახი რომ სიომინს უნდა უმადლიდეს საბაც და ასათიანიც თორე იმის ნახევარსაც ვერ მიახწევდნენ რასაც მიახწიეს.როგორ უნდა დამაჯეროს ვინმემ რომ ასათიანი ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო და ერთი ნორმალური გუნდი არ გამოუჩნდა მსურველი ან გამოუჩნდა და არ წავიდა,ადგა და კარიერა დაასრულა. Საბას შემთხვევაში კიდევ-ტიპს სერიოზულ ხელფასს აძლევდნენ და რუსები სპეციალურად ძირავდნენ-როგორ უნდა დავიჯერო?
Ახლა ხომ დავრწმუნდით,გადავიდა როსტოვში და ერთი ჩვეულებრივი მცველი ყოფილა და ლოკომოტივი და შეთქმულება ქართველების წინააღმდეგ ზოგიერთების ფანტაზიაა ყოფილა. Მე მაგალითად თელავის თოლორდავა მირჩევნია ამას