ქოჩორაშვილმა "ლევანტეს" შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 წლის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტეში" სადებიუტო გოლი გაიტანა. 

ესპანეთის თასის პირველ ეტაპზე "ლევანტემ" გასვლაზე ქვედალიგური "მურსია" 5:0 გაანადგურა, ქოჩორაშვილი კი 69-ე წუთზე სერხიო ლეონის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და 87-ე წუთზე თავი გოლითაც გამოიჩინა.

ქოჩორაშვილს პირველ გუნდში დებიუტი გასულ სეზონში ჰქონდა, ამ სეზონში კი დუბლებში ასპარეზობს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
21 წლის ფეხბურთელია და ახლა უნდა ითამაშოს და ახლა უნდა მიეცეს შანსი აშკარად შრომისმოყვარე ფეხბურთელია და საწყენია რომ არ ეძლეცა ლევანტეში თამაშის საშუალება გასაგებია ლევანტეა ლალიგის ტრადიციული გუნდი და იქ პირველ გუნდში მოხვედრა რთულია მაგრამ არ იქნება უკეთესი ფეხბურთელიათვისაც და კლუბის თვისაც რომ გაანათხოვრონ სეგუნდა დივიზიონის რომელი მე გუნდში სადაც თამაშის საშუალება ექნება ფეხბურთელიც მოუმატებს და კლუბიც უკეთესად დაკვირდება
გიო
23:45 17-12-2020
0
რამხელა სტატიებს აცხობთ ამ ფეხბურთელზე.პიროვნების საწინააღმდეგო რა თქმა უნდა არაფერი მაქვს.მაგრამ როგორც ფეხბურთელი რავიცი...სამი წელია უკვე ამ კლუბშია.21 წლისაა უკვე და ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია ლა ლიგაში.თუარ ჩავთვლით იმ 5 წუთს,მთელი ქვეყანა რომ აღფრთვანდა,ლა ლიგაში ქართველმა ითამაშაო.თასზე მეოთხე თუ მეხუთე ლიგელთან ბოლო 20 წუთი ათამაშეს,კარგით რაა.ეს რომ კარგი ყოფილიყო,21 წლის ხალხი უკვე ლიგებს იგებს,ეს კი ესპანეთის აუტსაიდერის განაცხადშიც ვერ ხვდება.
master
19:01 17-12-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული