"კიტეიშვილი ღმერთის საჩუქარია" - ავსტრიული გამოცემა

AutoSharing Option
ავსტრიული გამოცემა KLEINE ZEITUNG აქვეყნებს სტატიას გრაცის "შტურმისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილზე და მას ღმერთის საჩუქარს უწოდებს.

"სეზონის დასაწყისში კორონავირუსი შეეყარა, შემდეგ კი კუნთმა არ მისცა თამაშის საშუალება. მიუხედავად ამისა, ოთარ კიტეიშვილმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. განსაკურებული აღნიშვნის ღირსი ვენის "რაპიდის" კარში შესრულებული დუბლი იყო, რომლის საშუალებითაც ქართველი ყურადღების ცენტრში მოექცა,"- წერს საიტი.

"ოთარი ძალიან კარგ ფორმაშია და გუნდიც მშვენივრად თამაშობს. სწორედ ამიტომ შეამჩნია ხალხმა ოთარის თამაში, თორე ვთვლი, რომ
კიტეიშვილი წლისა და წლინახევრის წინაც კარგად თამაშობდა. სამწუხაორდ, მაშინ გუნდის საქმეები მთლად კარგად ვერ მიდიოდა,"- განაცხადა "შტურმის" მმართველმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა.

"კიტეიშვილი "შტურმისთვის" ღვთის საჩუქარია, ამ ფრაზის პირდაპირი მნიშვნელოვანით. გრაცში ის გუნტერ კრეისლმა ჩამოიყვანა, ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ერთერთი ვარჯიშის დროს თქვა:

"ჩვენ სხვა ქართველის ყიდვა გვინდოდა, თუმცა სხვამ კლუბმა დაგვასწრო. შემდეგ კი მენეჯერმა მითხრა, რომ სხვა ფეხბურთელი ჰყავდა. ეს სხვა მოთამაშე კი ოთარი იყო და მიმაჩნია, რომ ის გუნდს ძალიან უხდება."

კრეისლი მართალი იყო, კიტეიშვილი "შუტრმში" ძალიან კარგად გამოდის და გრაცში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, განსაკუთრებით, თუ მეუღლეც მასთან ერთადაა. პანდემიამდე ყოველთვის დასეირნობდა გრაცის ქუჩებში.

"აქ ძალიან მეგობრული ხალხი ცხოვრობს. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩემი ცოლი თავს კარგად გრძნობს. გუნდიც კარგი შემხვდა და საიმედო ხელში ვარ,"- ამბობს ოთარი. აღსანიშნავია ის, რომ კიტეიშვილის "შტურმში" ყოფნისას გუნდმა სამი მწვრთნელი შეიცვალა, ქართველი კი სამივე დამრიგებლის დროს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო.

"შტურმი" კიტეიშვილისთვის პირველი უცხოური კლუბია, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა ბოლოს ის იყო. ბოლოდროინდელი თამაშის გამო სხვადასხვა გუნდის ყურადღების არეში მოექცა.

"სიმართლე რომ გითხრათ, ჯერ ოფიციალური წინადადებით არავის მოუმართავს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი პოლიტიკის ერთერთი ნაწილი ფეხბურთელების გაყიდვაა. უნდა მოვემზადოთ კიტეიშვილის წასვლისთვის. ჩვენი მიზანი მისი შენარჩუნებაა და ამ საკითხზე მასსა და მის მენეჯერს დიდი ხანია ველაპარაკებით,"- აღნიშნა შიკერმა.

კიტეიშვილს "შტურმთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და მისი წასვლის შემთხვევაში სატრანსფერო ღირებულებაც გარკვეულია. მართალია მას ავსტრიელები არ ასახელებენ, თუმცა ამობობენ იმას, რომ ბოლოდროიდელი მოვლენების გათვალისწინებით 25-30%-ით ნაკლებს მიიღებენ ოთარის ტრანსფერის სანაცვლოდ, ვიდრე მისი რეალური ფასია.


მკითხველის კომენტარები / 13 /
მოკლეთ მივმართავ იმ ვითომ პროფესორებს რომლებიც ოთოს აკრიტიკებენ აბა თქვენ რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის მარტო კლავიატურაზე კაკუნის მეტი იმასაც ვეღარ იტანთ რომ ვინმე უცხოელი ქართველს აქებს ფუი თქვენს ნამუს კაი ფეხბურთელია და ბევრს მიაღწევს მჯერა
1
მოკლედ ოთარი ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ, ჯერ კიდევ დინამოდან მოყოლებული სულსა და გულს დებდა მინდორზე. მაგრამ პირადად ჩემი მიდგომა ასეთია ქართველი სპორტსმენების მიმართ: თუ კი ქვეყანას არ ადგება მისი პროფესიონალიზმი, მაშინ მისი პირადი წარმატებები მხოლოდ ინდივიდუალური მიღწევებია და მეტი არაფერი. ამით რა გულშემატკივარს, იმ ხალხს ვინც მაგალითად მათი ოჯახის წევრები ან ნათესავები არ არიან? ქვეყნისათვის სპორტსმენი მაშინაა მნიშვნელოვანი როდესაც წვლილი შეაქვს მისი სახელისა და ღირსების დაცვაში. აბა ისე ყველას თავის გზაზე ღმერთმა გაუმარჯოს...
ანესთეზეოლოგი
08:49 21-12-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული