"ანორთოსისი" განადგურდა - ქეცბაია გაოგნებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მე-16 ტურში "ანორთოსისი" ნიქოზიაში 0:3 დამარცხდა "ომონიასთან".

გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს (მან ყვითელი ბარათი მიიღო), გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია.

მწვრთნელი თემურ ქეცბაია თავისი გუნდის უუნარობის გამო გაოგნებული იყო, ამას ემოციურად გამოხატავდა, ნამატჩევს კი განაცხადა, რომ ყველა რგოლის გაძლიერება და მაღალი დონის ფეხბურთელების დამატება სჭირდებათ.

"ანორთოსისი" 30 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "აპოლონს" 2 ქულით ჩამორჩება, რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, ხოლო "ომონიას" 1 ქულითღა უსწრებს. აღსანიშნავია, რომ
"ომონიასაც" 1 შეხვედრით ნაკლები აქვს გამართული. ამას გარდა, გამოტოვებული თამაშების მოგების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილში "ანორთოსისს" კიდევ სამმა გუნდმა შეუძლია გადაასწროს.

3 იანვარს "ანორთოსისი" სტუმრად "აპოლონს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ლორია პანიკიორია!- ნაკრებში მეორე ნომრად ! დაუშვილმა ზესტაფონის მერე ვეღარ მოუმატა ზესტაფონში კარგი იყო სამწუხაროდ პროგრესი ვეღარ შეძლო არაა სანაკრებო დონის! ოქრიაშვილმა ქარს გაატანა ნიჭი თუ მოაცრად არ აიყვანს და მკაცრ მოთხოვნებს არ წაუყენებს საკუთარ თავს( პრადი მწვრთნელი გაათმაგებული ვარჯიში იქნებ ამოყაროს რაც გამოტოვა პირადი მწვრთნელი რომ მისი პოზიცის შესასრულებელი სამუშაო იცოდეს ზუსტად როგორ სრულდება პლიუს ნიჭიერია ბევრი პლიუსი აქვს ოღონ ავტომატიზმამდე უნდა აიყვანოს და არა პერიოდულად არამედ მთელი თამაშის განმავლობაში აკეთებდეს) აქვს შანსი ნაკრებში თუმცა ჩაკვეტაძე თუ ათამაშდა რასაც მისგან ველით ოქრიაშვილი ზამენის კაცი ხდება რაც არცთუ ისე ცუდია! ყველაზე მეტი პროგრესი ქვილითაიას შეუძლია ოღონდ არსენალი უნდა გაამრავალფეროვნოს შორიდან ფაქტიურად არ ურტყამს ეგრეთწოდებულ სტოლბა თავდამსხმელად არ უნდა ჩამოყალიბდეს კაცის მოტყუებაც ანუ დრიბლინგიც უნდა შეძლოს კარგად შეისწავლოს ვანბასტენის თამაში თითქმის ერთნაირი ფიზიკური მონაცემები აქვთ ვანბასტენის მკვლელი დარტყმა თუ ისწავლა ნაკრებს საუკეთესო თავდამსხმელი ეყოლება შრომა ბევრი შრომა ყველას წარმატებას გისურვებთ საწყენად არცერთი არ დამიწერიამხოლოდ ჯანსაღი შეფასება ობიექტური.
კახა
01:25 24-12-2020
1
ამ გუნდს ვაფშე როგორ ათამაშებს ამდენი ქულა რო აქვთ?
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული