"ანორთოსისი" განადგურდა - ქეცბაია გაოგნებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მე-16 ტურში "ანორთოსისი" ნიქოზიაში 0:3 დამარცხდა "ომონიასთან".

გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს (მან ყვითელი ბარათი მიიღო), გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია.

მწვრთნელი თემურ ქეცბაია თავისი გუნდის უუნარობის გამო გაოგნებული იყო, ამას ემოციურად გამოხატავდა, ნამატჩევს კი განაცხადა, რომ ყველა რგოლის გაძლიერება და მაღალი დონის ფეხბურთელების დამატება სჭირდებათ.

"ანორთოსისი" 30 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "აპოლონს" 2 ქულით ჩამორჩება, რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, ხოლო "ომონიას" 1 ქულითღა უსწრებს. აღსანიშნავია, რომ
"ომონიასაც" 1 შეხვედრით ნაკლები აქვს გამართული. ამას გარდა, გამოტოვებული თამაშების მოგების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილში "ანორთოსისს" კიდევ სამმა გუნდმა შეუძლია გადაასწროს.

3 იანვარს "ანორთოსისი" სტუმრად "აპოლონს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
დაუშვილი რომ საყრდენად გეყოლება, რა შედეგს უნდა მიაღწიო?!
3
დაუშვილი უფრო უკანა ხაზელ რაგბისტს ჰგავს. მაგის მოტყუებული ფეხბურთელი მე არ მინახავს ძლივს დაძუნძულობს მოედანზე.
აბა ეჰ
09:09 23-12-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული