ვალერი გაზაევი: კვარაცხელიასავით მაღალ დონეზე ჩვენთან არავის შეუძლია ითამაშოს

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში რუსეთის პრემიერლიგის პირველი ნახევარი ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ამჟამად კი გოსდუმის ეროვნებათაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვალერი გაზაევმა შეაფასა და "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

კითხვაზე, თუ ახალგაზრდა ტალანტებიდან ვინ მიიპყრო მისი ყურადღება, გაზაევმა უპასუხა:

"წელს, სამწუხაროდ, რუსთაგან ვინმეს დასახელება გამიჭირდება. არ არის ისეთი, რომელიც ჭაბუკურ ასაკში თავს ისევე წარმოაჩენდეს, როგორც თავის დროზე არშავინმა, კერჟაკოვმა, ჟირკოვმა, ძმებმა ბერეზუცკებმა, ძაგოევმა, მამაევმა, კოკორინმა და ა.შ. ვის შეუძლია ახლა 18-19 წლის ასაკში მართლაც მაღალ დონეზე ითამაშოს, ისე, როგორც იმავე ქართველმა კვარაცხელიამ? ვერავის
ვხედავ: აი, ისიც, ჩვენი ფეხბურთის ნათელი მომავალი. და ეს მანაღვლებს".

მკითხველის კომენტარები / 5 /
რუბინი თუ გავა ევროტურნირზე და ჯგუფში ჩაჯდება ეს იქნება იდეალური ვარიანტი კვარაცხელიასთვის კიდევ ერთი სეზონით ამ გუდნში დარჩენა!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
14:46 24-12-2020
2
ეხლა ის, ან ზენიტმა ან ცსკ უნდა წაიყვანოს და ორი (ერთი მაინც) სეზონი ევროტურნირებზე ათამაშოს, აი მერე კი გამოჩნდება რეალური და კარგი გუნდი მისთვის ...
jino
14:04 24-12-2020
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული