დავითაშვილის გამოუყენებელი მომენტები, კვირკველიას ზედმეტი კილოგრამები, ანანიძის კეთილსინდისიერება - "როტორის" მწვრთნელმა ქართველებზე ისაუბრა

AutoSharing Option
"როტორის" მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა "სპორტ-ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავისი გუნდის ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

- ფლამარიონი და მიქელთაძე ფლანგის ფეხბურთელები არიან, "ათიანის" პოზიციაზეც სასარგებლონი, მაგრამ თავდასხმის ცენტრში - არა.

- 19 მატჩში გატანილი 9 გოლი კატასტროფაა?
- უდავოდ. თუმცა, 17 და არა 19 მატჩში, 2 შეხვედრაში ხომ კორონავირუსის გამო არ გვითამაშია. შექმნილი მომენტების რაოდენობით აუტსაიდერები ნამდვილად არ ვართ. მარტო დავითაშვილმა კარისაკენ 25-ჯერ დაარტყა.

- მერე სარგებელი? ბიჭს 0 გატანილი გოლი აქვს!
- ზურიკო მხოლოდ 19 წლისაა, პრემიერლიგაში პირველ სეზონს ატარებს, როდესაც სტაბილურად ხვდება
ძირითად შემადგენლობაში. სადღაც ცივსისხლიანობა არ ჰყოფნის, სადღაც ოსტატობა... ის, რომ "როტორი" მომენტებს ქმნის, უკვე კარგია. რეალიზაციის გამოსწორებაღა დაგვრჩა.

- განაცხადში რამდენი ლეგიონერი გყავთ?
- 8: ჩონდრიჩი, გოგუა, მატრიკარდი, ფლამარიონი, პონსე, კვირკველია, დავითაშვილი და მიქელთაძე.

- ყიფიანი?
- მას რუსული პასპორტი აქვს.

- როდესაც თქვენ ამბობდით: "ერთი ქართველი გუნდში კარგია, ორი უკვე პრობლემაა, სამი - იწყება ცეკვა და მწვადები". "როტორში" ოთხი ქართველია...
- ჰა! თქვენ ჩემი ინტერვიუს ციტირება მოახდინეთ, როდესაც კიევის "დინამოში" კალაძესთან და დემეტრაძესთან ერთად ვთამაშობდი. მათთან მართლაც ძალიან ვმხიარულობდით. "როტორშიც" იგივეა. მთავრდება მატჩი ან ვარჯიში და გასახდელში საოცარი ხმაურია. ბიჭები თავიანთ ენაზე რაღაცაზე ხმამაღლა მსჯელობენ. ხალისიანად ჟესტიკულირებენ, ქართულ მუსიკას რთავენ...

- მათთან მუშაობა ადვილია?
- დიახ. ოთხივე პროფესიონალია, პრინციპებს პატივისცემით ეპყრობიან, რომლითაც მთელი გუნდი ცხოვრობს.

- რუსულად საუბარი ყველაზე მეტად რომელს უჭირს?
- მიქელთაძეს.

- გვითხარით, რამდენი ზედმეტი კილოგრამი ჰქონდა კვირკველიას, როდესაც "როტორში" მოვიდა? რვა?
- ნაკლები, მაგრამ თვალში საცემი იყო. ფიზმომზადების მწვრთნელის დახმარებით თავი წესრიგში მოიყვანა და ფორმაში ჩადგა. რა თქმა უნდა, როდესაც სასტარტოში ვაყენებდით, რისკზე მივდიოდით, რადგან ვხედავდით, 100%-ით მზად არ იყო. თუმცა, მის გამოცდილებასა და ოსტატობაზე ვამყარებდით იმედს.

- გაამართლა?
- ყოველთვის არა. იმისათვის, რათა ძველი კვირკველია გახდეს, რომელიც "ლოკომოტივის" დაცვის ბურჯი იყო, საიმედოობის კოეფიციენტი უნდა გააუმჯობესოს.

- თქვენი მეხუთე ქართველი, ანანიძე ვოლგოგრადში არ შეყოვნდა...
- ის კეთილსინდისიერად მოიქცა. როდესაც მიხვდა, რომ მუხლის ტრავმის გამო "როტორის" შემწე არ იყო, კონტრაქტის გაწყვეტა შემოგვთავაზა. ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში ყველა ფეხბურთელი მასსავით არ მოიქცეოდა.

- მაშინ ინტერვიუში თქვით: "ანანიძემ დამირეკა და მითხრა, რომ, ალბათ, ფეხბურთელის კარიერის დასრულება მომიწევსო". ჯანომ ეს მაშინვე უარყო და განაცხადა, რომ იანვარში 100%-ით მზად იქნება...
- შესაძლოა, მე სწორად ვერ გავიგე.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამათ გონიათ თუ რუსეთში წავლენ იქ ფეხბურთს ითამაშებენ..ჭაობია რუსეთი ყველაფრით..
ბოკერია
03:24 25-12-2020
31
ახლა რატომ არაფერს ამბობს კვირკველია ზედმეტ წონაზე? უთხრას როტირს მწვრთნელსაც სახალხოდ რომ ლაპარაკობ, დაგერეკა და ისე გეთქვაო, თუ მაგარია და თუ ობიექტირი ბიჭია...

დურუ
03:03 25-12-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული