გუშინ, 27 დეკემბერს, ყაზანის "რუბინმა" წინასაახალწლო კლიპი გამოუშვა და გუნდის სხვა წევრებთან ერთად, ვიდეორგოლში მონაწილეობას ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიაც იღებს.
კლიპში ხვიჩა ჯერ "დორტმუნდის" მაისურით გამოჩნდება, შემდეგ - "გალათასარაის", "კრასნოდარის", ტურინის "იუვენტუსის", მაგრამ ბოლოს მაინც "რუბინის" ფორმაში დარჩა.
დორტმუნდის "ბორუსიას" ინტერესზე რომ დაიწერა, ყველამ კარგად ვიცით, იგივე იყო "გალათასარაისა" და "კრასნოდარის" შესახებ, თუმცა ტურინული გრანდი ჯერ არსად გაჟღერებულა.
შესაძლოა, "იუვენტუსიც" იყო კვარაცხელიათი დაინტერესებული ან, უბრალოდ, ეს წინასაახალწლო ხუმრობა ან სურვილია. ალბათ, არცერთის წინააღმდეგნი ვიქნებით. იმედია, ხვიჩა ერთ დღეს მაინცდამაინც "იუვეში"
თუ არა, ტურინელთა დონის გრანდში ითამაშებს. არ იქნება ცუდი, თუ ეს მომავალ წელსვე მოხდება.
ისე ამ მართლა კაი ბიჭმა რა დააშავა, დიდ წარმატებებს ვუსურვებ....
მთელი გულით ვგულშემატკივრობ და ვიცი რომ იმედებს გაგვიმართლებს .